ელჩმა კელიმ ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმს სიტყვით მიმართა (4 აპრილი)

ambpress 5 აპრილს, ელჩმა კელიმ ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად თბილისში, ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე ისაუბრა. ამ ფორუმით საქართველოში წლევანდელი „ნატოს დღეები“ გაიხსნა. სახალხო ფორუმი დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას მიეძღვნა. ელჩმა კელიმ საქართველოს ნატოში სწრაფვის, ქვეყნის სუვერ
ენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის მტკიცე მხარდაჭერაზე ისაუბრა. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, თუ რა მნიშვნელობა აქვს კარგად დაგეგმილ და კარგად კოორდინირებულ სტრატეგიულ კომუნიკაციას ნატოსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისათვის. ელჩმა კელიმ ისაუბრა სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სათანადოდ ავუხსნათ, რატომაა სასარგებლო ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და დავუპირისპირდეთ დეზინფორმაციის კამპანიას, რომელიც ქართულ საზოგადოებას დასავლეთისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებით აბნევს.

ელჩ კელის კომენტარები ჟურნალისტებისათვის ღონისძიების მსვლელობისას

შეკითხვა საქართველოს პერსპექტივების შესახებ ვარშავის სამიტზე

ელჩი კელი: როგორც იცით, შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სწრაფambnatoვას, გაწევრიანდეს ნატოში. ვფიქრობ, ჩვენ სიტყვებს ამყარებს ის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს წვრთნისა და უსაფრთხოების სფეროში ვუწევთ, რათა საქართველო მზად იყოს, შეუერთდეს ნატოს, როდესაც ნატო მზად იქნება, კარი გაუღოს საქართველოს. ჩვენ და ნატომ უკვე ვთქვით, რომ საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად ყველა მექანიზმი გააჩნია. ველოდებით, რომ ნატოს ვარშავის სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოსა და მისი ევრო-ატლანტიკური გზის მხარდაჭერას.

შეკითხვა, თუ რამდენად აქტიურად შეუძლია წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართულ შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერა.

ელჩი კელი: ვფიქრობ, ზოგიერთი – არ ვიცი, როგორ ვთქვა – მხიარული კომენტარის მიუხედავად, რომელიც ზოგიერთი [ამერიკელი] კანდიდატისაგან მოვისმინეთ, მსოფლიოში ნატოს როლისა და მრავალმხრივი პოლიტიკის მიმართ ამერიკაში ნამდვილი ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს. ვფიქრობ, ობამას ადმინისტრაცია ნატოს მნიშვნელობას სათანადოდ აფასებს. ის ფაქტი, რომ [ნატოს] გენერალური მდივანი პრეზიდენტ ობამას თეთრ სახლში შეხვდა, ამ ფაქტის დასტურია.

შეკითხვა მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების შესახებ.

ელჩი კელი: ძალიან გვაშფოთებს მთიანი ყარაბაღის ვითარება. საქართველოს ოფიციალურ პირებთან ყოველდღიურ კავშირზე ვარ. უკანასკნელ დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მართლა ყოველ დღე ველაპარაკები. ველაპარაკე თავდაცვის მინისტრსაც და ვიზიარებთ იმ შეხედულებას, რომ მნიშვნელოვანია ვითარების დეესკალაცია და მისი მოლაპარაკებების ჩარჩოებში გადაყვანა. მინსკის ჯგუფის ამერიკელი, ფრანგი და რუსი თანა-თავმჯდომარეები დღეს ეუთოს ვენის შტაბ-ბინაში ხვდებიან. ვიმედოვნებთ, ეს შეხვედრა ხელს შეუწყობს საომარი მოქმედებების დიპლომატიურ და პოლიტიკურ ჩარჩოებში დაბრუნებას. სამხედრო გზა ვითარების გადაწყვეტის გზა არ არის. ვიმედოვნებ, ამას ვენის შეხვედრის მონაწილე მხარე გაიზიარებს.