ელჩ კელის პატივი ხვდა, “ათასწლეულის ინოვაციის” ყოველწლიური კონკურსის მეორე გათამაშების გამარჯვებულები გამოეცხადებინა. კონკურსი, რომელსაც ამერიკის საელჩო აფინანსებს, “ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს” მხარდაჭერით ტარდება. კონკურსი საჯარო სკოლებისა დაბალი და მაღალი კლასების 12-17 წლის მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) დისციპლინების პოპულარიზებას უწყობს ხ
ელს წელს პროექტები ცხრა რეგიონის 65-მა გუნდმა წარადგინა. 10-მა ფინალისტმა ინოვაციური პროექტები ჟიურის გააცნო. ვულოცავთ გამარჯვებულებს, “აია-გესის
გიმნაზიისა” და “ახალი ლიცეუმის” გუნდებს, რომლებიც “კონრადის ფონდის ინოვაციების სამიტში” მონაწილეობისათვის ჰიუსტონში, ნასას კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან. ფოტოზე ელჩი კელი და გამარჯვებული გუნდი, რომელმაც მზის პანელების ენერგოეფექტურობის პროექტი წარადგინა.