აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ესტუმრა რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებას, რათა დასწრებოდა კულინარიული ხელოვნების პროგრამის გახსნას მსჯავრდებულთათვის. მინისტრმა კახიშვილმა და საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის სხვა წარმომადგენლებმა ელჩ კელის გააცნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ უკანასკნელ პერიოდში გატარებული რეფორმები, რომლებიც განხორციელდა აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით. INL უწევს ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას სამინისტროს ძალისხმევას, რათა მოხდეს პატიმართა სარეაბილიტაციო და პროფესიუ
ლი პროგრამების გაფართოება, მათ შორის კულინარიული ხელოვნების პროგრამისა, რომელიც სპეციალურად შემუშავდა და მოერგო ნაკლებად საშიშ პატიმრებს.