ელჩი კელი C ჰეპატიტის შესახებ მომზადებული ფილმის ჩვენებას დაესწრო (18 თებერვალი)

IMG_9905დღეს ელჩი კელი და ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო C ჰეპატიტის შესახებ მომზადებული ფილმის ჩვენებას დაესწრნენ, აგრეთვე ვირუსზე შემოწმება ჩაიტარეს. ყოველ წელს C ჰეპატიტის ვირუსი მსოფლიოში 130-150 მილიონ ადამიანს აავადებს და 700,000 ადამიანს კლავს. სამწუხაროდ, C ჰეპატიტის გავრცელებით, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. დაავადებულია ქვეყნის მოსახლეობის 6.7%. ამერიკისა და საქართველოს მთავრობებისა და საზოგადოებრივი და კერძო სექტორების თანამრომლობის შედეგად, აგრეთვე ამერიკული კომპანია „გილეად საიენსის“ მონაწილეობით, საქართველო ისტორიული შედეგის, Cჰეპატიტის სრულად აღმოფხვრის გზაზე დგას.