ელჩი ესწერება დიასპორას მეორე პროფესიულ ფორუმს (27 მაისი)

27 მაისს, ელჩ6O8A7104ი კელი დაესწრო დიასპორის მეორე პროფესიულ ფორუმს, რომელსაც უმასპინძლა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა თბილისში.  ღონისძიება გახსნა გელა დუმბაძემ , სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში.  მისასალმებელი სიტყვები წარმოსთქვეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ მინისტრმა და პატრიარქმა.  მათ მოუწოდეს ქართული დიასპორის წარმომადგენლებს თავისი ნიჭი და გამოცდილება მოახმარონ სამშობლოს განვითარებას.  თავის გამოსვლაში ელჩი კელი მიესალმა საქართველოს მთავრობისა და პატრიარქის ინიციატივას, რაც ითვალისწინებდა ქართულ დიასპორასთან დაკავშირებას მსოფლიოს სხვადასხა კუთხეში და აღნიშნა, რომ დიასპორის წარმომადგენლები მნიშვენლოვან როლს თამაშობენ ვაჭრობის განვითარებასა და ა ინვესტიციების მოზიდვაში, აგრეთვე კვლევებისა და ინოვაციების დანერგვაში თავიანთ სამშობლოსა და იმ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გასამყარბლად სადაც ცხოვრობენ.

კითხვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოზიციაზე ე.წ. „კაბელების საქმეზე“ – რომელშიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლები არიან ჩართული

ელჩი კელი: დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. არ მინდა კომენტარი გავაკეთო ამ საქმის სპეციფიურ დეტალებზე სანამ განიხილება აპელაცია. ვიტყოდი, რომ ამ საქმეში ამერიკის შეერთებული შტატებისათვის მთავარია, რომ საქართველო გამოჩნდეს, როგორც ქვეყანა, რომელიც წარმატებით ადგას სრულყოფილ, თავისუფალ და დამოუკიდებელ დემოკრატიად გარდაქმნის გზას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დემოკრატიის მნიშვნელოვანი ასპექტია დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც თავისუფალია პოლიტიკური ჩარევისაგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების წელს – სასამრთლო იყოს თავისუფალი პოლიტიკური ჩარევისაგან.  ამიტომ ჩვენ ამ საქმეს ყურადღებით დავაკვირდებით.

შემდეგი შეკითხვა იმაზე, არის თუ არა სასამართლო სისტემა საქართველოში საკმარისად სამართლიანი, რომ გაასამართლოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები

ელჩი კელი: გავიმეორებ, რომ მე ვერ გავაკეთებ კომენტარს კონკრეტულ ბრალდებებზე. ჩვენი პრიორიტეტია, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი. მე მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ფაქტორი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს   ამ მნიშვნელოვანი არჩევნების წინ და მე ვფიქრობ, რომ იმის გამო, რომ არჩევნები ასე მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიის განვითარებისათვის, ჩვენ ამ საქმეს სერიოზულად ვადევნებთ თვალ-ყურს.

შეკითხვა არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობაზე  ზუგდიდთან ახლოს, სოფელ კორცხელში

ელჩი კელი: ჩვენ  საელჩოში ძალიან ვღელავთ ამ ინციდენტის გამო და მე ვიცი, რომ  ამ საქმით მთავრობაც ძალიან შეშფოთებულია. ვფიქრობ, რომ ამ შეშფოთების მიზეზი არის ის, რომ პოლიტიკური ძალადობა სრულიად მიუღებელია დემოკრატიისათვის. მე ვფიქრობ, რომ მთავრობამ ეს ძალიან სერიოზულად უნდა მიიღოს და ეს ასეც არის. მათ კი, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი უნდა აგონ, განსაკუთრებით aსეთ მნიშვნელოვან დროს, როდესაც საარჩევნო  კამპანია საქართველოში რამდენიმე კვირაში იწყება.

შემდეგი კითხვა იმაზე, უნდა დაკითხოს თუ არა პროკურატურამ ლიდერები ამ ძალადობაზე როგორც ოპოზიციიდან, ასევე მთავრობიდან

ელჩი კელი: ვფიქრობ, რომ აქ მხოლოდ ერთი საკითხია მთავარი. რა თქმა უნდა, იქნება ვნებათა ღელვა, გაიმართება უამრავი დებატი და იქნება დავა – და ეს სავსებით ბუნებრივია დემოკრატიისათვის. მაგრამ არ არის ბუნებრივი და მიუღებელია ძალადობა ამ დებატებში. და მე, ნამდვილად მაქვს იმედი, რომ პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს საქმეს და აუცილებელ ზომებს მიიღებს იმისათვის, რომ მათ, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი აგონ, რომ ყველასათვის ნათელი იყოს, რომ ეს აბსოლუტურად მიუღებელია – ძალადობა დემოკრატისთვის.

კითხვა ხურჩაში მომხდარ ინციდენტზე – საქართველოს მოქალაქის მკვლელობა აფხაზეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან  და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზის განახლება გალში

ელჩი კელი: ჩვენ კმაყოფილი ვართ, რომ განახლდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზი და იმედი გვაქვს, რომ ამის შემდეგ შეხვედრები რეგულარულად გაიმართება. საქართველოს მოქალაქის ეს სასტიკი და ცივ-სისხლიანი მკვლელობა დღეისათვის დღის წესრიგის მთავარი პრიორიტეტია გალში. იმედი გვაქვს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უფრო მეტ ნათელს მოჰფენს მომხდარს და დამნაშავეები წარდგებიან სასამარტლოს წინაშე.