დღეს ელჩი კელი დეგნანი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძეს შეხვდა. შეხვედრაზე ელჩმა და ეპისკოპოსმა მრავალი საკითხი განიხილეს, მათ შორის, კოვიდ-19 პანდემია. ელჩმა მადლობა გადაუხადა ეპისკოპოს მელქისედეკს თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით კი რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მიმართ მისი მხარდაჭერისთვის, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლაში
