ელჩი იან კელი კონფერენციაზე პოლიტიკური პირობითობა აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში: აღქმები და პოლიტიკა (30 იანვარი)

შეკითხვა შეხვედრის შესახებ

ელჩი კელი: მოხარული ვარ, რომ მაქვს კარგი შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩემს კარგ მეგობარსა და კოლეგასთან, იანოშ ჰერმანთან აზრთა გაზიარებისათვის. ევროკავშირსაც და ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, ორივეს, უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია აქვთ გაწეული საქართველოში და მოუთმენლად ველოდები დისკუსიას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეგვიძლია უკეთესად განვახორციელოთ ჩვენი მხარდაჭერის პროგრამები საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის.

შეკითხვა კონგრესის მიერ რუსეთის მთავრობის მიმართ სანქციების დაწესებაზე და რუსი ოლიგარქების ახალის სიის შესახებ

ელჩი კელი: მოგეხსენებათ, კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთის მთავრობაზე სანქციების დაწესებას ემსახურება, უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფისა და მის შიდა საქმეებში ჩარევისათვის. აგრეთვე სანქციები დაუწესდა რუსეთის ფედერაციას ამერიკის დემოკრატიულ პროცესებსა და არჩევნებში ჩარევისათვის. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რუსეთის ფედერაცია მიხვდეს, რომ მათი ჩარევა ჩვენს დემოკრატიულ პროცესებში, უკრაინის დემოკრატიულ პროცესებში მიუღებელია და კონგრესის ეს ნაბიჯიც ამ მიზნებს ემსახურება. რაც შეეხება აღნიშნული საკითხის დეტალებს, თავადაც გუშინ ვიხილე აღნიშნული სიახლე. ამდენად, არ ვფლობ დეტალებს ოლიგარქების ახალ სიასთან დაკავშირებით. ვაშინგტონთან კონსულტაციის შემდეგ უკეთესად მეცოდინება ამ უახლესი ზომების შესახებ.

შეკითხვა „Heritage Foundation“-ის მოხსენების შესახებ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერასა და რუსეთის შესაძლო რეაქციასთან დაკავშირებით

ელჩი კელი: აქ რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას: პირველი ის რომ, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და განსაკუთრებით, მის წევრობას ნატოში. ნატოს წევრი ზოგიერთი ქვეყანა ნამდვილად გამოთქვამს წუხილს რუსეთის რეაქციაზე ამ ნაბიჯთან მიმართებაში . მეორე , რაც მინდა მინდა აღვნიშნო, არის ის რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რა უნდა გააკეთოს, იმისათვის რომ გახდეს ნატოს წევრი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს მისწრაფებებს, მის სუვერენტიტეტს და რა თქმა უნდა მის ტერიტორიულ მთლიანობას; აგრეთვე საქართველოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რაც მიმართული იქნება ნატოში გაწევრიანებისათვის საქართველოს კანდიდატურის გაძლიერებისაკენ.

შეკითხვა ტერორიზმთან დაკავშირებით: როგორ ფიქრობთ არსებობს საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემები?

ელჩი კელი: ვფიქრობ, ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემები არც ერთი ქვეყნისთვისაა უცხო, ვინაიდან ტერორიზმი საზღვრებს არ ცნობს. ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანა ვალდებულია პრიორიტეტად საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება დაისახოს. ამ მიმართულებით ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთან თანამშრობლობას ინფორმაციის გაზიარების კუთხით. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან ტერორიზმის, როგორც გლობალური საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.