ელჩი კელი ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებულებს მიულოცავს (14 ივლისი)

ელჩი კელი ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებულებს მიულოცავს (14 ივლისი)

 

ორშაბათს, 17 ივლისს 14:00 საათზე, აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გენერალური დირექტორი, ირაკლი გილაური საქართველოს ბანკში გამართულ მიღებაზე რვა ქართველ სტუდენტს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში გამარჯვებას მიულოცავენ. სტუდენტები წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად შემოდგომაზე აშშ-ში გაემგზავრებიან.  მიღებას ასევე დაესწრებიან ფლბრაიტის პროგრამის მონაწილეები, ვინც თავიანთ ამერიკულ გამოცდილებას გამარჯვებულებს გაუზიარებენ.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა მსოფლიოში. ამ პროგრამით 2014 წლიდან დღემდე 19-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება ამერიკაში. ფულბრაიტის პროგრამა ფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ. საქართველოში პროგრამის პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“.

2016 წლის ივლისში, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საქართველოში ვიზიტის დროს, საქართველოს მთავრობასთან ისტორიულ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა 2018 წლიდან გაორმაგდება.

მიღება გაიმართება საქართველოს ბანკის სათაო ოფისში (გაგარინის ქუჩა 29ა, შესასვლელი სანაპიროს მხრიდან).