ჯუთაში ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული საქართველოს მეთორმეტე სასაზღვრო სექტორის გახსნაში

Ambassador Kelly Degnan helped open the twelfth Georgian border sector station funded by the U.S. government through the U.S. Defense Threat Reduction Agency (DTRA). Photo: State Dept

დღეს ჯუთაში ელჩმა კელი დეგნანმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული საქართველოს მეთორმეტე სასაზღვრო სექტორის გახსნაში. ხმელეთსა თუ ზღვაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მუშაობს ქართველი ხალხის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი პარტნიორების უსაფრთხოება ნიშნავს ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებასაც. ეს სასაზღვრო სექტორი ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებულ მრავალ სამშენებლო პროექტთაგან ერთ-ერთია, რომელიც საქართველოს საზღვრის მიმდებარედ წელს იხსნება. რიგშია სასაზღვრო სექტორების გახსნა თრუსოსა და ჩირუხში. ვულოცავთ ყველას, ვინც ამ პროექტში იყო ჩართული და მადლობას ვუხდით საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ყველაფრისთვის, რასაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აკეთებს!