ელჩმა კელი დეგნანმა გურიის რეგიონში იმოგზაურა

Ambassador visits "Bakhmaro" Bottling Plant. Photo: State Dept

გასულ დღეებში ელჩმა კელი დეგნანმა გურიის რეგიონში იმოგზაურა. მან „ბახმაროს“ ჩამოსასხმელი ქარხანა მოინახულა და გურიის ეკონომიკური პროგრესი განიხილა. სს „წყალი მარგებელი“ პოპულარულ ეროვნულ პროდუქტს, ნაბეღლავის მინერალურ და ბახმაროს დაბალმინერალიზებულ წყლებს აწარმოებს. ასევე, ელჩმა დაათვალიერა სუფსის ნავთობის ტერმინალი, რომელიც ნედლი ნავთობის შესანახად გამოიყენება, სანამ ის ნავთობტანკერებზე საზღვაო მტვირთავი საშუალებებით განთავსდება. ელჩმა შეიტყო იმ მნიშვნელოვანი როლის შესახებ, რომელსაც ტერმინალი საქართველოს ეკონომიკაში 1999 წლიდან ასრულებს. მილსადენს დღეში 100,000 ბარელამდე ნავთობის ტრანსპორტირება შეუძლია. მოგზაურობისას ელჩი შეხვდა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულსა და ოზურგეთის მერს. ასევე, ელჩმა კელი დეგნანმა გამართა შეხვედრები USAID-ის “არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების პროგრამის” ბენეფიციარ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამის” (PITA) ახალგაზრდული ცენტრის მონაწილეებთან.