Flag

An official website of the United States government

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ილია ჭავჭავაძზის სახლი მოინახულა
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
აგვისტო 17, 2022

ამერიკელებისთვის „დამაარსებელი მამების” ცნება ძალიან ახლო და ძვირფასია. ამ ქვეყანაში თანამედროვე საქართველოს დამაარსებელ მამად ილია ჭავჭავაძე მიიჩნევა. მისი მრავალმხრივი საქმიანობა და მდიდარი მემკვიდრეობა აღმაფრთოვანებელია. ჩვენი მისიისთვის კი განსაკუთრებით საამაყოა, რომ აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობა ილიასეულ პრო-დასავლურ პრინციპებზე დგას.

მცხეთა-მთიანეთში ოფიციალური ვიზიტისას ელჩმა დეგნანმა საგურამოში ილიას სახლი მოინახულა და მისი ცხოვრების შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინა.