Flag

An official website of the United States government

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი წეროვანში დევნილთა დასახლებას ესტუმრა
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
აგვისტო 17, 2022

დევნილთა საჭიროებები, ისევე როგორც მათი ისტორიები, განსხვავებულია. წლების განმავლობაში მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბის მსგავს ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვცდილობთ ამ ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დავეხმაროთ. აშშ-საქართველოს 30-წლიანი პარტნიორობის აღნიშვნისას შეუძლებელია არ ვახსენოთ ის ძალისხმევა, რომელსაც ჩვენთან ერთად ადგილობრივი აქტივისტები, ორგანიზაციები და თავად დევნილები ეწევიან უკეთესი მომავლისთვის შესაძლებლობების შესაქმნელად. დღეს ელჩი დეგნანი წეროვანში დევნილთა დასახლებას ესტუმრა, ჩვენი თანამშრომლობის შედეგებს ადგილზე გაეცნო და სამომავლო გეგმები განიხილა.