ელჩი კელი დეგნანი კახეთს ეწვია (16 ივნისი)

Ambassador Kelly Degnan visits Kakheti. Photo: State Dept

ელჩი კელი დეგნანი კახეთს ეწვია (16 ივნისი)

დღეს ელჩი დეგნანი კახეთში გაემგზავრა საქართველოს უნიკალური რეგიონის გასაცნობად. თელავში ელჩი შეხვდა ქალაქის მერს, შოთა ნარეკლიშვილს და კახეთის გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს. მათ განიხილეს რეგიონში ტურიზმის განვითარების გეგმები, ეკონომიკის აღდგენის გზები COVID19 პანდემიის შემდგომ პერიოდში და მოახლოებული არჩევნები.
ელჩი დეგნანი ასევე შეხვდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭირით შექმნილ თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულს, რომელიც მუშაობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყოველდღიური პრობლემების გადასაწყვეტად და ეხმარება მათ მოქალაქეებზე ორიენტირებული დემოკრატიის მშენებლობაში. მათ ისაუბრეს ადგილობრივ დონეზე სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობასა და საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების გზებზე. დემოკრატიის სკოლები არის USAID-ის „Drive Democracy” პროგრამის ნაწილი, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD).
ელჩი კელი თელავის მერ ნარეკლიშვილთან ერთად კახეთის ორ განსაკუთრებულ კულტურულ ძეგლს, ერეკლე II-ის სასახლესა და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმს ეწვია.