ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან “ბახვი ჰესის” განვითარების ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაზე (21 აგვისტო)

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მოხარული ვარ, რომ ვესწრები “ბახვი 1 ჰესის” ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის ხელმოწერას. ეს არა მხოლოდ მწვანე ენერგეტიკის სფეროში საქართველოს ლიდერობაზე მიუთითებს, არამედ გამოხატავს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს აშშ-ის, საქართველოსა და “ცერბერუს ფრონტიერის” შორის თანამშრომლობაში, საქართველოს ენერგო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან სექტორში. ასე რომ, გვიხარია ამ პროექტის წინსვლა. დიდი სამუშაოა ადგილობრივ მოსახლეობასთან კოორდინირება და მაღალი რეგულირების სტანდარტების დაცვა და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჰესი სამუშაო ადგილებისა და ენერგეტიკის წყაროდ რჩება საქართველოში.

კითხვა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შესახებ სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადებაზე და ასევე, როგორია ამერიკის პოზიცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ცხადია, ურთიერთობების ნორმალიზებისთვის საუკეთესო გზა რუსეთის მხრიდან ამ შეზღუდვის მოხსნაა და არა ცდა, ან საუბარი ამ შეზღღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, ვფიქრობ, საქართველოს გაუმარტივდებოდა დარწმუნებულიყო იმაში, რომ რუსეთი სერიოზულად ეკიდება ურთიერთობის ნორმალიზების თემას.

კითხვა საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: არჩევნები გვიახლოვდება. ცხადია მრავლადაა პოლიტიკური რიტორიკა და განცხადებები. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქართველ ხალხს უფრო მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და წარმომადგენლობითი პარლამენტი სურს. ეს კი მოითხოვს პარტიებს შორის თანამშრომლობას. ნებისმიერი ქმედება ახლა, საწყის ეტაპზე, რომელიც ზღუდავს არჩევანს, ან ართულებს არჩევნების შემდეგ მთავრობასთან კოალიციის ფორმირების შესაძლებლობას, ნაადრევია და ჩემი აზრით არ ეხმარება საერთო მიზნის მიღწევას, რომელიც ქართველმა ხალხმა მოითხოვა – უფრო პროპორციული და წარმომადგენლობითი პარლამენტი.