ელჩი კელი დეგნანის სიტყვა “მაკდონალდსის” პურის ქარხნის გახსნის ცერემონიაზე

კითხვა: გვსურს , ვიცოდეთ მეტი ამ პროექტისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.

ელჩი კელი დეგნანი: მე ნამდვილად მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ,,მაკდონალდსის’’ პურის ქარხნის გახსნაზე. ეს არის ამერიკული საუკეთესო ბიზნეს პრაქტიკისა და ქართული სულისკვეთების, მაღალი ხარისხის პროდუქტებისადმი ერთგულების კომბინაციის დიდებული მაგალითი. ეს იყო ,,მაკდონალდსის’’ გუნდის მიერ ადგილზე, საქართველოში განხორციელებული 23-მილიონიანი ინვესტიცია. თუმცა, რაც {ასევე} ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ეს პროექტი ქმნის კარგი ხარისხის სამუშაო ადგილებს, რაც დაეხმარება სულ მცირე სამოცდაათ ოჯახს. Როგორც თქვენთვის უკვე ცნობილია, ,,მაკდონალდსი’’ ასაქმებს ათასობით ადამიანს საქართველოს მასშტაბით და ეს ქარხანა ხელს შეუწყობს კარგი სამუშაო ადგილების შექმნას ამ ტერიტორიაზე მცხოვრები სულ მცირე სამოცდაათი ოჯახისათვის. Რაც აგრეთვე ნამდვილად მნიშვნელოვანია, არის ის, რომ აღნიშული პურის ფუნთუშა, რომლითაც მზადდება მაგალითად თქვენი ,,ბიგმაკი’’ და ,,ჩიზბურგერები’’, სამომავლოდ უნდა გაიყიდოს არამხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთში, აზერბაიჯანსა და სამხრეთ რუსეთშიც. ამგვარად, საქართველოს ამ რეგიონის საერთაშორისო ვაჭრობაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ეს სწორედ ისეთი რეგიონიული ინიციატივაა საქართველოში, რომლის მსგავსის უფრო მეტი ხილვის იმედიც გვაქვს. Მაგრამ, დღევანდელი დღე არის იმისათვის, რომ ვიზეიმოთ ამ ახალი პურის ქარხნის გახსნა საქართველოში და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ყოველივეს მონაწილე ვარ. ეს არის ნაწილი USAID-ს პროგრამისა, რომელიც მიმართულია საქართველოს იმ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისაკენ, რომლებსაც სჭირდებათ სერტიფიკაცია და იმ ძალიან მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება, რომლებსაც ადგენს ,,მაკდონალდსი’’ სალათის ფოთლის, პომიდვრისა, ყველისა და თქვენ ,,ბიგმაკის’’ ყველა ინგრედიენტის ხარისხის მიმართ. ასე რომ, ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ ამ ყოველივეს ვახორციელებთ ,,მაკდონალდსთან’’ პარტნიორობით საქართველოში. დიდი მადლობა.

კითხვა – თბილისი პრაიდის წარმომადგენლებთან შეხვედრასა და უსაფრთხოების გაარანტიის შესახებ.

ელჩი კელი დეგნანი: ამერიკის საელჩო ხვდება ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც იცავს ადამიანის ყველა უფლებას, ჩვენ ასევე, გვქონდა კარგი დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციებთან მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე. გაერო, საქართველოს კონსტიტუცია, ამერიკის კონსტიტუცია – ყველა იცავს ადამიანთა უფლებებსა და მოქალაქეთა თავისუფლებებს, ისეთ ძირითადად უფლებებს , როგორიცაა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. პოლიციამ უნდა უზრუნველყოს, რომ მოქალაქეებმა შეძლონ ამ უფლებებით სარგებლობა, ქონდეთ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ისე, რომ მათ არ დაესხნენ თავს ან არ დაემუქრონ, იმისათვის, რომ აკეთებენ იმას რაც სურთ. ასე რომ, მე ვფიქრობ, ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს,რომ აუცილებელია, მათ ვინც მშვიდობიანად იყენებს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ჰქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ამ უფლებებით, და ხელი არ შეეშალოთ მუქარით. Მე ნამდვილად, მთელი გულით ვწუხვარ იმ ადამიანების გამო, ვისაც გულში იმდენი სიძულვილი აქვთ, რომ შეუძლიათ, თუნდაც გაიფიქრონ მუქარა ან სხვა ადამიანზე თავდასხმა. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ეს არ არის ის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია მოქალაქეებს ჰპირდება.

კითხვა: შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი პარტიის დაფინანსების შეჩერების გამო, ის მოელოდა, რომ თქვენი მხრიდან გაკეთდებოდა უფრო ხისტი განცხადება საარჩევნო რეფორმსთან დაკავშიერბით. თუ შეგიძლიათ შეაფასოთ მისი გამოსვლა და შეეხოთ პარტიის დაფინანსების შეჩერების საკითხს.

ელჩი კელი დეგნანი: მე არ მომისმენია ბატონი შალვას კომენტარი. მესმის, რომ ზოგიერთმა პარტიამ თავი შეიკავა მონაწილეობა მიეღო კენჭისყრაში საარჩევნო რეფორმის შესახებ, რადგან ისინი არ ეთანხმებიან იმ სადამსჯელო ზომების დამატებას, რომლებმაც გავლენა იქონია ზოგიერთ პარტიაზე, ლეიბორისტულ პარტიაზე. ეს ის საკითხია, რომელიც საქართველოს პარლამენტარებმა უნდა განიხილონ და გადაწყვიტონ. რაც ჩემი აზრით დადებითია, არის ის , რომ საარჩევნო რეფორმის პროცესი იყო ინკლუზიური, ყოვლისმომცველი და მან ნამდვილად მისცა პროცესში ჩართულ მხარეების შესაძლებლობა, ემსჯელათ რიგ საკითხებზე და საბოლოოდ, ზოგიერთი პარტია არ დაეთახნმა იმ ელემენტებს, რომლებიც შემდგომში დაემატა და არ შედიოდა 19 აპრილის შეთანმხებაში; ეს არის მიზეზი, რატომაც მათ შეიკავეს თავი ხმის მიცემისგან.