ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ

შეკითხვა შეხვედრის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ამერიკის შეერთებული შტატები მოხარულია, აჩუქოს საქართველოს კოვიდ-19-ის ვაქცინა ქართველი ხალხის დასახმარებლად. დღეს შევხვდი მინისტრ ტიკარაძეს, რათა გვემსჯელა კომპლექსური ლოჯისტიკის საკითხებზე. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს, რათა საქართველომ სწრაფად მიიღოს ვაქცინა და ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის კამპანიას იმისათვის, რომ მოსახლეობა აიცრას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩვენგანი რაც შეიძლება სწრაფად აიცრას. მსოფლიოს მაგალითზე ვიხილეთ, რომ ვაქცინაცია გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ ეკონომიკა, ბავშვები დაუბრუნდნენ სკოლებს და ხალხი – სამსახურებს. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხმა გამოიყენოს ეს შანსი და, იმედი მაქვს, როგორც კი ჩამოვა ვაქცინა, ქართველები გამოყენებენ ამ შესაძლებლობას და აიცრებიან.