ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ცესკოში ვიზიტის შემდეგ

კითხვა ვიზიტის შესახებ
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: გილოცავთ, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მთავარია მშვიდი ატმოსფერო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ვეწვიე, რადგან ამ გუნდმა დღევანდელი არჩევნების ორგანიზება გააკეთა, ისინი პასუხისმგებელნი არიან ამ არჩევნების წარმართვაზე, რაც არის უზომოდ მნიშვნელოვანი საქმიანობა. იმედი მაქვს, ქართველი ხალხი დააფასებს ცესკოს მიერ გაწეულ საქმიანობას ხალხისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად.
COVID-ისგან დაცვის მიზნით ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა, რათა უსაფრთხო იყოს თქვენი მოსვლა და ხმის მიცემა. ჩვენ, საელჩოს 75-ზე მეტი თანამშრომელი, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მივემართებით, რათა დავაკვირდეთ საარჩევნო უბნებს. ადგილი არ უნდა ქონდეს ძალადობასა და დაშინებას და სწორედ ამგვარ ფაქტებს დავაკვირდებით.
კვლავ გავიმეორებ, მოგიწოდებთ ყველას – გაიკეთეთ პირბადეები, დაიცავით სოციალური დისტანცია და გთხოვთ მიდით არჩევნებზე და მიეცით ხმა. თუ შეიძლება, მიდით არჩევნებზე. მადლობა.