Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან პროფესიული ეთიკისა და კოდექსის ხელმოწერის ცერემონიაზე
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
ოქტომბერი 8, 2020

კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და მოხარული ვარ, რომ ვესწრები საზოგადოებრივი აზრის კვლევის ეთიკის კოდექსის ხელმოწერის ღონისძიებას. საზოგადოებრივი აზრის მკვლევრებმა, ორგანიზაციებმა და ინდივიდებმა, ვინც მონაწილეობა მიიღეს ამ ინიციატივაში, ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწიეს ბოლო სამი თვის განმავლობაში. მოხარული ვარ, რომ ეს სამუშაო USAID-ისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით შესრულდა. მათი საქმიანობის შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა გამოხატონ თავიანთი საჭიროებები და პრიორიტეტები. ეს, ასევე, ფასდაუდებელი საშუალებაა სახელმწიფო მოხელეებისა და პოლიტიკოსებისთვის, გაიგონ მოქალაქეების პრიორიტეტების შესახებ. ეს არის ეთიკის კოდექსი, რომლითაც იხელმძღვანელებენ საზოგადოებრივი აზრის მკვლევრები იმ სტანდარტების დაცვით, რომელზეც თავად შეთანხმდნენ და რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანია მათი პროფესიული საქმიანობისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ სამთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად ჩამოყალიბდება ასოციაცია, რომელიც კიდევ უფრო განავითარებს საზოგადოებრივი კვლევის პროფესიას და ამავდროულად, დაეხმარება საზოგადოებას ამ ორგანიზაციების საქმიანობისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობის შეფასებაში. მადლობა.

კითხვა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განვითარებულ ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ. იმოქმედებს, თუ არა, ეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე და იყენებს, თუ არა, მმართველი პარტია ამას ოპოზიციის წინააღმდეგ?

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, შესაბამისად, მიზანშეწონილი არ არის ჩემგან ამ საგამოძიებო პროცესზე სიღრმისეულად საუბარი, რადგან ის ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, ცხადია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მართლაც დიდი სამუშაო ჩატარდა საზღვრის დემარკაციისთვის ამ წლების განმავლობაში. მე მხოლოდ აღვნიშნავ, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ და თავისუფლად, და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. მადლობა.