ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში

ელჩი კელი დეგნანი: შეერთებული შტატები სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას ქუთაისის აეროპორტის გაფართოებაში. ჩვენ მოვინახულეთ ახალი ტერმინალი, რომელიც ახლა მშენებლობის პროცესშია და დასრულებისთანავე მგზავრთა რაოდენობას, თითქმის, 5-ჯერ გაზრდის. დიზაინი ძალიან ლამაზია და, მართლაც, ლამაზი აეროპორტიც იქნება. პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და აშშ-ის უნდა მხარი დაუჭიროს მას, რადგან იგი შექმნის მეტ მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს, რომელიც საჭიროა აეროპორტის უმაღლეს დონეზე ფუნქციონირებისთვის. ბედნიერი ვარ განვაცხადო, რომ ქუთაისის აეროპორტი იქნება არა მხოლოდ ახალი აეროპორტი, არამედ ყველაზე უსაფრთხო აეროპორტი ევროპაში, რადგან გათვალისწინებულია ყველა საჭირო რეგულაცია და მოთხოვნა კორონავირუსისგან დასაცავად. ეს იქნება შესანიშნავი აეროპორტი და მოუთმენლად ველით, რომ დავბრუნდეთ და მოვინახულოთ შემდეგ წელს, როცა გაიხსნება. დიდი მადლობა.