ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან მეცხრე საერთაშორისო კონფერენციაზე „ქალები პოლიციაში” (3 მარტი)

Ambassador Kelly Degnan delivers her remarks at the 9th Women in Policing Conference. Photo: State Dept

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან მეცხრე საერთაშორისო კონფერენციაზე ქალები პოლიციაში” (3 მარტი)


კითხვა ღონისძიების შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მეცხრე ყოველწლიური კონფერენციის “ქალები პოლიციაში” გახსნის ღონისძიებაში აქ, თბილისში. კონფერენცია შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს ქალი პოლიციელების პროფესიული უნარჩვევების გაუმჯობესებას მათი შთაგონებითა და განათლებით. ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ქალი პოლიციელების როლი უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებაში არის კრიტიკული და მიუხედავად იმისა, რომ იმედის მიმცემია მათი მზარდი რიცხვი მთელ მსოფლიოში, ისინი მაინც ხვდებიან ბარიერებს ყოველდღიურ საქმიანობასა და კარიერულ წინსვლაში. ჩვენ იგივე პრობლემები გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამიტომ მოვიწვიეთ საერთაშორისო ექსპერტები კანადიდან, ევროპიდან და ამერიკიდან, რომ გაუძღვნენ ვორკშოპებს ამ კვირის განმავლობაში. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერები ვართ ქართული მთავრობის, რადგან ისინი მასპინძლობენ ამ კონფერენციას. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა წინ მიიწევს ქალი პოლიციელების ხელშოწყობის საქმეში, რაც ემსახურება უსაფრთხოებისა და მშვიდობის გაუმჯობესებას. მადლობა”