Flag

An official website of the United States government

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სესიაზე
ავტორი
1 წუთიანი საკითხავი
დეკემბერი 11, 2020

კითხვა ღონისძიების შესახებ

ელჩი კელი დეგნანი: როგორც სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტისას აღვნიშნეთ, გვსურდა ყველა სათანადოდ არჩეული პარლამენტის წევრი დღევანდელ გახსნაზე გვეხილა, რათა მათ შესძლებოდათ ცვლილებებისთვის ბრძოლა პარლამენტის შიგნით და არა ქუჩაში. ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც პარტიის ლიდერებმა ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში გასწიეს, მიზნად ისახავს საქართველოს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას იმ ქმედებების თავიდან ასაცილებლად, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არჩევნების პრობლემა იყო. მათ ძალიან კარგი საქმე გააკეთეს და ეს ერთობლივად შეძლეს, მიუხედავად მათ შორის არსებული ძალიან მკაფიო განსხვავებებისა. სწორედ, ამის ხილვა გვსურს პარლამენტის შიგნითაც. მადლობა.