
კითხვა: როგორ შეაფასებთ საარჩევნო გარემოს დღეს?
აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: გამარჯობა, ძალიან მოხარული ვარ, რომ არჩევნებს აქ, მარნეულში ვაკვირდები. სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ხალხი მიდის არჩევნებზე და პირბადეს ატარებს. ეს არჩევნები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარია, დაცული იყოს მშვიდი გარემო და თავისუფალი არჩევანი ხალხისთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით საკუთარი ლიდერების არჩევის თავისუფლება ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიის ფუნდამენტია. სამართლიან არჩევნებში არ არის ადგილი ხმის მოსყიდვისთვის, ამომრჩევლის დაშინებისთვის და ადამიანების იძულებისთვის გადაუღონ ფოტო მათ ბიულეტენებს. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს 75 ადამიანი ჰყავს მივლენილი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რათა დააკვირდნენ არჩევნებს, თვალყური ადევნონ მედიას, გაესაუბრონ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს. ეს მნიშვნელლვანი დღეა და ჩვენ, მართლაც, ძალიან გვინდა, რომ ის იყოს დღე ქართველებისთვის, რომლითაც ისინი იამაყებენ. აქამდე რასაც დავაკვირდი, საკმაოდ მშვიდი და წყნარი გარემოა და იმედი მაქვს, ასე გაგრძელდება მთელი დღის განმავლობაში. იმედია შედეგების მიმართ იქნება პატივისცემა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბევრი იმუშავა არჩევნების მოსამზადებლად, რათაკოვიდის მიუხედავად ხალხისთვის ხმის მიცემა უსაფრთხო ყოფილიყო. ასე რომ, თუ შეიძლება, წადით არჩევნებზე. მადლობა.