ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ინფრასტრუქტურის მინისტრ ცქიტიშვილთან შეხვედრის შემდეგ (10 თებერვალი)

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ინფრასტრუქტურის მინისტრ ცქიტიშვილთან შეხვედრის შემდეგ (10 თებერვალი)

 

კითხვა შეხვედრის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, საკმაოდ ინფორმაციული. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სამუშაოს მოცულობამ, რაც ხორციელდება იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე, სხვადასხვა ინიციატივებით, რომელთა მიზანია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს კი მოიტანს უფრო მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და გააძლიერებს როგორც რეგიონებს, ასევე ქალაქებს. მართლაც, არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო და მოუთმენლად ველი, რომ მომავალში გვექნება შესაძლებლობა ვისაუბრით USAID-ის პროგრამებზე, როგორიცაა, მაგალიათად, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა. ამ პროგრამის მიზანია ადგილობრივი თემების გაძლიერება და ეკონომიკის განვითარება ადგილობრივ დონეზე უფრო გამჭვირვალე პროცედურების მეშვეობით. ჩვენ უკვე ბევრი მიმართულებით ვთანამშრომლობთ და კიდევ ბევრი სფეროა, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ.