Flag

An official website of the United States government

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ინფრასტრუქტურის მინისტრ ცქიტიშვილთან შეხვედრის შემდეგ
ავტორი
2 წუთიანი საკითხავი
თებერვალი 10, 2020


აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტ

კითხვა შეხვედრის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, საკმაოდ ინფორმაციული. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ სამუშაოს მოცულობამ, რაც ხორციელდება იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ დონეზე, სხვადასხვა ინიციატივებით, რომელთა მიზანია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს კი მოიტანს უფრო მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და გააძლიერებს როგორც რეგიონებს, ასევე ქალაქებს. მართლაც, არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო და მოუთმენლად ველი, რომ მომავალში გვექნება შესაძლებლობა ვისაუბრით USAID-ის პროგრამებზე, როგორიცაა, მაგალიათად, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა. ამ პროგრამის მიზანია ადგილობრივი თემების გაძლიერება და ეკონომიკის განვითარება ადგილობრივ დონეზე უფრო გამჭვირვალე პროცედურების მეშვეობით. ჩვენ უკვე ბევრი მიმართულებით ვთანამშრომლობთ და კიდევ ბევრი სფეროა, სადაც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ.