ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან სახელმწიფო აუდიტორთან შეხვედრის შემდეგ

Ambassador Kelly Degnan during her remarks to the media. Photo: State Audit Office of Georgia
ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან სახელმწიფო აუდიტორთან შეხვედრის შემდეგ. ფოტო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

კითხვა შეხვედრის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ძალიან საინტერესო და ინფორმატიული შეხვედრა მქონდა გენერალურ აუდიტორთან, სადაც განვიხილეთ სახელმწიფო ინსტიტუტებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა. USAID-ი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა 2011 წლიდან თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მისი საქმიანობის განვითარების კუთხით. ძალიან შთამაგონებელი და იმედის მომცემია ის პროგრესი, რასაც მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიაღწია. მათი საქმიანობა ემსახურება საზოგადოების წინაშე სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ფუნქციონირებისა და ფინანსების განკარგვის კუთხით.