ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ (22 ივნისი)

U.S. Ambassador Kelly Degnan with Minister of Economy of Georgia, Natia Turnava. Photo: State Dept
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ (22 ივნისი)

 

კითხვა შეხვედრის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა მინისტრთან. ჩვენი თანამშრომლობა ბევრ მიმართულებას მოიცავს, რასაც უკვე შეაქვს წვლილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ საქართველოს, უზრუნველჰყოს კეთილდღეობა ყველა რეგიონში, არამხოლოდ ცალკეულ რეგიონებში.ჩვენ გვაქვს საკმაოდ ფართო და მოცულობითი პროგრამები ენერგეტიკის, მცირე და საშუალო წარმოების, სოფლის მეურნეობისა და საზღვაო მიმართულებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მინისტრთან და მის სამინისტროსთან. ველით ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოებას მეტი ამერიკული ინვესტიციებით საქართველოში.