ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ (11 თებერვალი)

Ambassador Kelly Degnan meets Minister of Health Ekaterine Tikaradze. Photo: State Dept

ელჩი დეგნანის კომენტარი მედიასთან ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძესთან შეხვედრის შემდეგ (11 თებერვალი)

 

კითხვა შეხვედრის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: ჩვენ დღეს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მინისტრთან, სადაც განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ფართო თანამშრომლობა ჯანდაცვის, შრომისა და ზოგადად სოციალურ საკითხებში. შეხვედრაზე განვიხილეთ კორონავირუსი და საქართველოს შთამბეჭდავი რეაგირება მასზე. შვების მომგვრელია, რომ საქართველოში ეს ვირუსი ჯერ არ გამოვლენილა და საქართველოს აქვს ძალიან კარგი სისტემა როგორც რეაგირებისათვის, ისე მოქალაქეების დაცვისა და სათანადოდ ინფორმირებისათვის. ეს არის ამგვარი ეპიდემიის დროს ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე განვიხილეთ ჯანდაცვის რეფორმა და ის მნიშნველოვანი ინიციატივები, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს. ზოგი ეს ინიციატივა ამერიკულ გამოცდილებაზეა დამყარებული, რაც მიმართულია მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის ჯანდაცვის ხარისხისა გაუმჯობესებაზე. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ შრომის სექტორსა და რეფორმებზე, რომლებსაც საქართველო ახორციელებს. ეს რეფორმა ცდილობს იპოვოს ბალანსი დასაქმებულებთა უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნასა და ბიზნესის ზრდის ინტერესს შორის. ასე რომ, საკმაოდ ყოვლისმომცველი საუბარი გვქონდადა მოუთმენლად ველი მინისტრთან ჩემს მორიგ შეხვედრას. მადლობა.