Flag

An official website of the United States government

ელჩ კელი დეგანის კომენტარი მედიასთან სპიკერ თალაკვაძის წლიური ანგარიშის პრეზენტაციამდე
ავტორი
21 წუთიანი საკითხავი
თებერვალი 3, 2021

კითხვა ღონისძიების შესახებ 

ელჩი კელი დეგნანი: გამარჯობა, მოხარული ვარ, რომ ახალი წლის დასაწყისში აქ ვიმყოფები. ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ჩვენს ქვეყნებს რთული წელი ელის წინჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭირდო თანამშრომლობის გაგრძელებას – საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან – ყველასთან, ვინც დაუღალავად შრომობსრათა ქვეყანას ამ რთული წლის გადატანაში დაეხმაროსმადლობთ.

კითხვა: გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები (ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის)? 

ელჩი კელი დეგნანი: ვფიქრობ, გუშინდელმა კენჭისყრამ ცოტათი მეტი დრო მისცა პარტიებსრათა განსხვავებული შეხედულებები შეაჯერონთუ ამის გაკეთება შეუძლიათვფიქრობსაკითხის გადაჭრა შესაძლებელიათუ პარტიები საქართველოს ინტერესს დააყენებენ წინა პლანზექართველმა ხალხმა არაერთ გამოკითხვაში დაასახელა თემები რაც მათთვის მნიშვნელოვანია – სამუშაო ადგილებიმაღალი ფასები და სიღარიბეNDI ბოლო კვლევამაც აჩვენარომ ქართველების 75%-ზე მეტს სურს მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრები პარლამენტში იხილოსრათა მათ ზემოთ ხსენებულ საკითხებზე ერთობლივად იმუშაონასე რომიმედი მაქვსგანსხვავებული შეხედულებების შესაჯერებლად სხვადასხვა საკითხის განხილვის დროსპარტიები ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ    

კითხვა: როგორ ფიქრობთ, არსებობს შეთანხმების მიღწევის გზა? 

ელჩი კელი დეგნანი: გავიმეორებ, რომ თუ პარტიების ლიდერები ქვეყნის ინტერესს პირველ ადგილზე დააყენებენ, მოუსმინე საკუთარ ამომრჩევლებსთუ რას ეუბნებიან ისინი მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ – სამუშაო ადგილები, მაღალი ფასები, სიღარიბე და COVID– ის ეკონომიკური გავლენა – მაშინვფიქრობ, ამ მწვავე საკითხების გადაჭრის აუცილებლობა ხელს შეუწყობს მხარეებს მიაღწიონ კომპრომისს, იპოვონ გამოსავალი, შევიდნენ პარლამენტში და დაიწყონ მუშაობა.

კითხვა: როდის გაიმართება შემდეგი მოლაპარაკება? 

ელჩი კელი დეგნანი: ეს პარტიის ლიდერებზეა დამოკიდებული. ჩვენ უბრალოდ აქ ვართ, რათა მათ შევუქმნათ ნეიტრალური სივრცერათა შეიკრიბონ და განიხილონ სხვადასხვა შესაძლებლობა. 

კითხვა: გაქვთ თუ არა ცალკეული შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან? 

ელჩ იკელი დეგნანი: ჩვენ ღია და ხელმისაწვდომი ვართ ყველა  პარტიის ლიდერისთვის, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის, რომელთაც სურთ ამ სიტუაციის სწრაფად მოგვარება, რადგან COVID– ის შედეგად ჩვენს ქვეყნებს სერიოზული პრობლემები აქვს.

კითხვა: ერთ-ერთმა დეპუტატმა საჯაროდ გამოაცხადა ნიკა გვარამიას (მთვარი არხის გენერალური დირექტორის) პირადი ტელეფონის ნომერი მისი ნებართვის გარეშე, რა კომენტარს გააკეთებდით ამ საკითხზე? 

ელჩი კელი დეგნანიეს ჩემს ფუნქციაში არ შედისდარწმუნებული ვარსათანადო პირები ამ კითხვას ჩემზე უკეთ უპასუხებენ