ელჩი კელი დეგნანის კომენტარი მედიასთან გუბერნატორ ზურაბ ნასარაიასთან შეხვედრის შემდეგ

კითხვა შეხვედრის შესახებ

აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი: თავიდან ბოლომდე შესანიშნავი მოგზაურობა მქონდა გურიაში. ძალიან საინტერესო იყო ტურიზმის განვითარების მიმართულებით გაწეული შრომის შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც გულისხმობს პროფესიული განათლების გაუმჯობესების მიმართულებით მუშაობას, რათა ფართო სპექტრის მომსახურებების შეთავაზება მოხდეს მზარდი ტურიზმის სფეროსთვის, ასევე, სოფლის მეურნეობის განვითარების ტემპის ზრდასა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობას უფრო მეტი ადგილობრივი თემისთვის. გუბერნატორმა და მერმა განმარტეს, თუ რაში მდგომარეობს რეგიონის განვითარებისა და უფრო მეტი სამუშაო ადგილის მოზიდვის გენერალური გეგმა, მათი მიზანია წაახალისონ გურიელები დარჩნენ გურიაში და აქ შეძლონ საქმიანობა. ვფიქრობ ყველა იზიარებს მოსაზრებას, რომ მეტი დეცენტრალიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული გურიისთვის და ვიმედოვნებ, რომ მუნიციპალური და რეგიონული მთავრობები განაგრძობენ მუდმივ კომუნიკაციას თავიანთ მოქალაქეებთან და მათი აზრის გათვალისწინებას ამ მხარის განვითარების პროცესში.