ელჩმა კელიმ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთათვის სადილი გამართა (29 თებერვალი)

dinnerელჩმა კელიმ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეთათვის სადილი გამართა. დისკუსიების ფორმატი 2008 წლის კონფლიქტის შედეგებზე სასაუბროდ შეიქმნა. სადილისას, ელჩმა კელიმ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სიურპრიზი მოუწყო და მშობლიური შტატიდან მიღებული საჩუქარი უსახსოვრა – ილინოისის უნივერსიტეტის კეპი. პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი მასკის პროგრამით სწორედ ილინოისის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობდა.