24 მარტს ელჩმა კელიმ სიტყვით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების 52-ე ბატალიონის ჯარისკაცებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს, რომლებიც ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისათვის ექვსი თვით ავღანეთში მიემგზავრებიან. ელჩმა კელიმ ჯარისკაცები ვაზიანის სამხედრო ბაზიდან საქართველოს პრეზიდენტსა დ
ა თავდაცვის მინისტრთან ერთად გააცილა. აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების სიმამაცესა და თავდადებას. მან საქართველოს ნატოს საერთაშორისო მისიის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.