ელჩი კელი:„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ შემომთავაზა, საქართველოს ამ უმშვენიერეს რეგიონში მასთან ერთად ჩამოვსულიყავი. ვფიქრობ, იცით, რომ შეერთებულ შტატებს ნამდვილად სურს საქართველოს, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს, წარმატება. ძლიერი დემოკრატია კი ინკლუზიური საზოგადოებაა. ამიტომ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტს დუისში მისი დღევანდელი სტუმრობისას.“
შეკითხვა ამერიკის პოზიციის შესახებ იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტები იმყოფებიან.
ელჩი კელი: „მგონი, უკვე ვუპასუხე ამ კითხვას. პრემიერ-მინისტრმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტთა მოსამზადებელი ცენტრები არ არის.
როგორც მოისმინეთ, იგივე გაიმეორა პრეზიდენტმაც. ტერორიზმთან ბრძოლაში ჩვენ, რა თქმა უნდა, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და მე [პრემიერისა და პრეზიდენტის] სიტყვების მჯერა. პანკისის ხეობაში ტერორისტთა საწვრთნელი ბანაკები არ არის.“