ელჩი იან კელი აღნიშნავს საქართელოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს (20 ივნისი)

Ambassador Kelly with Media Representatives. Photo: State Dept
აშშ-ის ელჩი იან კელი მედიის წარმომადგენლებთან ერთად. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
აშშ-ის ელჩი იან კელი მედიის წარმომადგენლებთან ერთად. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩი იან კელი აღნიშნავს საქართელოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს (20 ივნისი)

20 ივნისს, ელჩი იან კელი დაესწრო დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმს, სადაც მან ისაუბრა დემოკრატიისკენ საქართველოს მიერ განვლილ გზაზე. მან დაადასტურა, რომ ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიისა და უსაფრთხოების კუთხით ურყევია და მომავალშიც გაგრძელდება. ღონისძიება, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე, მიეძღვნა იმ მტკიცე და ღირსეული ურთიერთობების აღნიშვნას, რომლებიც საქართველომ დაამკვიდრა ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში პარტნიორებსა და მოკავშირეებთან.

ელჩ იან კელის კომენტარი მედიასთან საქართელოს პარლამენტში დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით.

შეკითხვა „მსოფლიოსთან“ საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლიანი არსებობის მნიშვნელობაზე

ელჩი იან კელი: 25 წლის წინ ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი, რომ საქართველო ყოფილიყო სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და შეერთებოდა დემოკრატიულ საზოგადოებას. ამერიკის შეერთებული შტატები თავიდანვე იდგა საქართველოს გვერდით. დასაწყისშივე მხარს უჭერდა თქვენს დამოუკიდებლობას და, ამასთანავე, ეხმარებოდა საქართველოს, რომ მომხდარიყო მისი გარდაქმნა სრულიად დემოკრატიულ თავისუფალ საბაზრო საზოგადოებად.

შეკითხვა ელჩ იან კელის მიერ ფორუმზე გაკეთებული შენიშვნების შესახებ … რუსეთთან დაკავშირებით. რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო არ გახდეს ნატოს წევრი. გთხოვთ, დააზუსტოთ რას გულისხმობთ ამაში.

ელჩი იან კელი: რასაკვირველია, ზეწოლა, როგორც მთავარი მექანიზმი, რომელსაც რუსეთი იყენებს, რათა გაართულოს საქართველოს ნატოში გაწევრიანება, არის ფაქტი, რომ რუსეთმა დაარღვია საქართველოს საზღვრები და დაარღვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ქვეყნის 20%-ის ოკუპირებით. სწორედ ესაა მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ მიიჩნევს ამერიკის შეერთებული შტატები ასე მნიშვნელოვნად საქართველოს წარმატებას მის მისწრაფებებში – შეუერთდეს ევროატლანტიკუს საზოგადოებას. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ინვესტიციებს, რომ საქართველოს შესაძლებლობები გაიზარდოს და შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების რამდენიმე პროგრამის დახმარებით  შესაძლო აგრესიის თვიდან ასაცილებლად.  დაახლოებით ასამდე საზღვაო ქვეითი იმყოფება ამჟამად აქ.  ვიმედოვნებთ, რომ მალე შეერთებული შტატების არმია შეძლებს პროგრამის დაწყებას საქართველოს თავდაცვის ასამაღლებლად.

შეკითხვა ელჩ იან კელის თუ აქვს ინფორმაცია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, საეჭვო გარემოებებში სიკვდილის შესახებ, რაზეც ჯერ კიდევ უშედეგოდ მიმდინარეობს გამოძიება; ქართველი საზოგადოება და პრეზიდენტ გამსახურდიას ოჯახი ითხოვს, რომ გამოძიება ჩატარდეს კეთილსინდისიერად და მათ სურთ, იცოდნენ ამ საქმის დეტალები.

ელჩი იან კელი: მე არ ვფლობ ინფორმაციას საქმის დეტალების შესახებ, თუმცა მინდა, როგორც ზოგადი პრინციპი, გითხრათ, რომ, ვფიქრობ, დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სრული გამოძიება ნებისმიერი სახის ძალადობრივი ქმედებისა, განსაკუთრებით კი ისეთი ძალადობრივი ქმედებების, რომლებიც შესაძლოა პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ იყოს მიმართული. შესაბამისად, როგორც უკვე ვთქვი, საქმის დეტალებს არ ვიცნობ, მაგრამ ვაცხადებ, რომ მინდა ნათელი მოეფინოს ამ გარემოებას.