ელჩმა კელიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა მღებრიშვილმა „საქართველოს სახმელეთო საზღვრის პროექტს“ ჩაუყარეს საფუძველი (11 აპრილი)

IMG_897911 აპრილს, „საქართველოს სახმელეთო საზღვრის პროექტის“
დაწყების აღსანიშნავად, ელჩმა იან კელიმ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. ღონისძიებას, რომელიც ლილოს კინოლოგიის ცენტრში გაიმართა, ამერიკელი და ქართველი ოფიციალური პირები დაესწრნენ. ისინი დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნენ. „საქართველოს სახმელეთო საზღვრის პროექტი“ ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრებზე უსაფრთხოების გამტკიცებას, აგრეთვე გააძლიერებს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობებს მართვისა და კონტროლის, კომუნიკაციის, თვალთვალის, მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენისა და სექტორის დონეზე დანაშაულის აღკვეთიIMG_8940ს მიმართულებით. ახალი პროექტი უსაფრთხოების საკითხებში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხანგრძლივ თანამშროლობაზეა დამყარებული.

უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ დაფინანსებული „მასობრივი განადგურების იარაღის პრევენციის პროგრამის“ ფარგლები, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და სანაპირო დაცვის სამსახურთან თანამშრომლობით ქვეყნის საზღვრის უსაფრთხოების გასამტკიცებლად დიდი სამუშაო გასწია. შეერთებული შტატები ამ ფასეულ პროექტში საქართველოს მთავრობის ამაყი პარტნიორია და მოუთმენლად ელის კიდევ ერთი საერთო გეგმის წარმატებას.