ელჩი კელი „ლიდერთა აკადემია განვითარებისათვის“ პროგრამის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა (18 იანვარი)

ambact

დღეს ელჩი კელი „ლიდერთა აკადემია განვითარებისათვის“ პროგრამის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. პროგრამა, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) აფინანსებს, სტენფორდის უნივერსიტეტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ერთობლივადაა ორგანიზებული. პროგრამას სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენსის ფუკუიამა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ალან ტრეიგერი უძღვებიან. ხუთდღიანი ღონისძიება თავს მოუყრის მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის ლიდერებს. ღონისძიების ამოცანაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს მომავალ ლიდერებს და ეფექტური საზოგადოებრივი პოლიტიკის შემუშავებას შეუწყოს ხელი.