ელჩი კელი და პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი “სტარტაპ საქართველოს” ღონისძიებაზე (25 აგვისტო)

ელჩი კელი და პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი "სტარტაპ საქართველოს" ღონისძიებაზე
ელჩი კელი და პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი "სტარტაპ საქართველოს" ღონისძიებაზე
ელჩი კელი და პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი “სტარტაპ საქართველოს” ღონისძიებაზე

ელჩი კელი და პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი “სტარტაპ საქართველოს” ღონისძიებაზე (25 აგვისტო)

მეწარმეები საკუთარ ცხოვრებასა და თემებს აუმჯობესებენ კარგი იდეების, შრომისა და სულ ცოტა იღბლის მეშვეობით. „სტარტაპ საქართველოს” პროგრამის დახმარებით ეს იდეები რეალობად იქცევა. გვსურს მივულოცოთ ინოვატორებს გამარჯვება და ვუსურვოთ იღბალი!

პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ: gita.gov.ge

ელჩის შეხვედრა პრესასთან

შეკითხვა რუსი სამხედროების  მიერ ქართველი ფერმერების მოსავლის აღებაზე და  ე.წ საზღვრის  დაკეტვაზე სამხრეთ ოსეთთან

იცით ძალიან მოხარული ვარ რომ ვმონაწილეობდი ამ ღონისძიებაში ამ საღამოს, რადგანაც მან აჩვენა თუ როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის მსოფლიო, მსოფლიო საზღვრების გარეშე. ინტერნეტს არ აქვს საზღვრები და ნამდვილად დასანანია- და საძრახისი-რომ ამ თანამედროვე ეპოქაში ახალ საზღვრებს ავლებენ, ეკლიანი მავთულხლართები, ხალხთა გაყოფა- ჩვენ არ ვცნობთ ამ საზღვრებს და არ ვცნობთ საზღვრის დაკეტვას, არ ვცნობთ იმ საზღვრების დაკეტვას, რომლებიც საერთოდ არ უნდა არსებობდეს. მე ვთვლი, რომ ჩვენი მოსაზრება ამ საკითხთან მიმართებაში საკმაოდ ნათელია.

რამოდენიმე დღის წინ რუსეთმა დაიწყო სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით

პირველ რიგში მე ვფიქრობ რომ რუსული ჯარები საერთოდ არ უნდა იყვნენ იქ, რადგანაც რუსეთი უნდა ასრულებდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს სამხედრო ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებას. გამომდინარე აქედან ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაწუხებს ამ ზომის სავარჯიშოები და, რა თქმა უნდა, ნებისმიერ დროს როდესაც ტარდება სამხედრო წვრთნები აუცილებელია არსებობდეს გამჭვირვალობა და   პროგნოზირების შესაძლებლობა. და იმედს ვიტოვებ, რომ ამ  წვრთნების დროს იქნება გამჭვირვალობა და ორმხივი კომუნიკაცია.