ელჩმა კელიმ, კონტრ-ადმირალმა სინგლტონმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი საწვრთნელ-ადმინისტრატიული შენობა გახსნეს (8 თებერვალი)

IMG_9835 8 თებერვალს ელჩმა კელიმ და აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ლოჯისტიკის დირექტორმა, კონტრ-ადმირალმა დონალდ სინგლტონმა აშშ-ის დახმარებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის განხორციელებული პროექტის დასრულება აღნიშნეს. ახალი საწვრთნელ-ადმინისტრატიული შენობის მშეdaorevნებლობა აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარულ, კატასტროფებისა და სამოქალაქო დახმარების პროგრამის დაფინანსებით განხორციელდა. შენობას კატასტრ
ოფებზე რეაგირების საკითხზე მაღალი დონის ეროვნული და საერთაშორისო წვრთნებისათვის გამოიყენებენ. აშშ-ის ევროპული სარდლობა აგრძელებს საქართველოს დახმარებას, რათა ქვეყანამ კატასტროფებზე რეაგირებისათვის საჭირო შესაძლებლობები გააძლიეროს.