6 აპრილს, ელჩმა კელიმ და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სიტყვით მიმართეს თბილისის მესამე ყოველწლიურ კონფერენციას, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის თემას მიეძღვნა. საქართველოს ამბიციური, C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამა მსოფლიოში უნიკალურია. აშშ-ის მთავრობა, საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელებთან თანამშრომლობით, მხარს უჭერს პროგრამას, რომელსაც არაერთი ადამიანის გადარჩენა შეუძლია.