Ambassador Kelly and U.S. European Command Commemorate the Completion of a Humanitarian Assistance Project for Refugee Assistance in Martkopi, Georgia

coltyler

12 თებერვალს ელჩი კელი მარტყოფში აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. პროექტის დახმარებით, გაფართოვდა ლტოლვილთა ცენტრი, რომელსაც საქართველოს დევნილთა სამინისტრო განაგებს. სამუშაოები აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპულმა სარდლობამ დააფინანსა. დასრულებული შენობა მარტყოფში განთავსებული ლტოლვილთა ცენტრის ახალი ფლიგელია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, კონფლიქტებს გამოქცეულ 75 ადამიანს მისცემს თავშესაფარს. შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს პარტნიორი და მხარდამჭერია იმ ადამიანების დაცვისა და დახმარების საქმეში, რომლებიც საქართველოში თავშესაფრის პოვნის სურვილმა ჩამოიყვანა.martkopi

შეკითხვები, რომელიც ელჩ კელის მარტყოფის თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში დაუსვეს 

შეკითხვა საქართველოს მთავრობის განზრახვის შესახებ, გახსნას რუსულენოვანი სატელევიზიო არხი. როგორია აშშ-ის საელჩოს რჩევა?

ელჩი კელი: როგორც მესმის, ეს ინიციატივა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქის ინფორმაციით უზრუნველყოფას, მათ შორის, იმ მოქალაქეების, რომლებისთვისაც რუსული კომუნიკაციის უმთავრესი საშუალებაა. ზოგადად, შეშფოთებულნი ვართ მცდელობებით, ძირი გამოუთხარონ საქართველოს სწრაფვას, გახდეს ევრო-ატლანტიკური საზოგადოების წევრი.

შეკითხვა „მაესტროში“ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და ამ მოვლენების სავარაუდო პოლიტიკური შინაარსის შესახებ.

ელჩი კელი: [საქართველოში] ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შევუწყოთ ქართული დემოკრატიის წარმატებას. წარმატების მნიშვნელოვანი ასპექტი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებია. მედიაზე ღია წვდომის გარეშე არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, რა თქმა უნდა, ვერ იქნება. ჩვენი ინტერესია, ხელი შევუწყოთ, რომ საქართველოს [პოლიტიკური] სცენის სხვადასხვა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა და მოქმედმა პირებმა თავისი შეხედულებები ქართველ ამომრჩევლამდე მიიტანონ. ამ ვითარებაში ჩვენი ერთადერთი ინტერესი ესაა.

შეკითხვა ნატოს ფლოტის გემების ბათუმში შემოსვლის მნიშვნელობაზე.

ელჩი კელი: ნატოს შავი ზღვის სანაპიროზე, რა თქმა უნდა, რამდენიმე მოკავშირე და პარტნიორი ჰყავს. უკვე კარგა ხანია, ნატოსა ხომალდები და ნატოს პარტნიორი ქვეყნების ხომალდები ერთობლივ წვრთნებსა და ოპერაციებს ატარებენ. [ბათუმში ნატოს გემების შემოსვლის] ინიციატივის ნაწილიც ესაა. ვფიქრობ, ზოგიერთი მოვლენის გათვალისწინებით, განსკუთრებით, შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე უკრაინის გარშემო, ჩვენ, შეერთებულ შტატებსა, და ჩვენ ნატოელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სიმშვიდესთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეშფოთების მიზეზი გვაქვს.