ელჩი კელის კომენტარი მედიასთან ENAM-ის კონფერენციაზე (3 ივნისი)

Ambassador Kelly's comments to the media at the European Network of American Alumni Association (ENAM). Photo: State Dept

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან ENAM-ის კონფერენციაზე (3 ივნისი)

 

შეკითხვა კონფერენციასა და გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე

ელჩი იან კელი: მე ღრმად მწამს გაცვლითი პროგრამების. თავადაც გახლდით ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილე. სხვათაშორის, საქართველოში ჩემი პირველი სტუმრობა დაკავშირებულია სწორედ გაცვლით პროგრამასთან და, ვფიქრობ, გაცვლითი პროგრამები მნიშვნელოვანია, რამდენადაც ისინი ქვეყნებს შორის ურთიერთგაგებას უწყობს ხელს. ამის მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ პროგრამების მონაწილეები ინარჩუნებენ კავშირს; ზუსტად ამას ემსახურება კურსდამთავრებულთა ასოციაცია – ერთად მოუყაროს თავი გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნიდან ყველასათვის საინტერესო საკითხების განხილვისათვის.

შეკითხვა იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ; გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაზე მათ საკუთარ სახლებში ღირსეულად დაბრუნებასთან დაკავშირებით; რუსეთმა არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, თუმცა, მეორე მხრივ, მხარდამჭერთა რიცხვი გაიზარდა

ელჩი იან კელი: ვფიქრობ, ძალიან გამამხნევებელია, რომ რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაიზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება გავამახვილოთ იმ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც დგანან იძულებით გადაადგილებული პირები იმის გამო, რომ მათ მოუწიათ დატოვება საკუთარი სახლებისა, რომლებშიც ისინი და მათი ოჯახის ბევრი თაობა ცხოვრობდა. ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, რომ მხარი დავუჭიროთ კონფლიქტის მოგვარებას, საქართელოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა წინაპართა მიწაზე დაბრუნებას.

შეკითხვა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის შესახებ – ამ შემთხვევას შეუძლია საქართველოს საერთაშორისო იმიჯის შელახვა;  რა დამატებითი ახსნა-განმარტება მიიღეთ საქართველოს მთავრობისგან ამ საკითხთთან მიმართებით?

ელჩი იან კელი: ეს, რასაკვირველია, არის ნამდვილად სერიოზული განაცხადი ბრალდებაზე . ჩვენ, რა თქმა უნდა, ბევრი კონტაქტი გვქონდა ამასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. ისინი შეგვპირდნენ, რომ დეტალურად და სრულყოფილად გამოიძიებენ ბატონი მუხთარლის გაუჩინარებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. ისინი სრულად აცნობიერებენ ამ ბრალდებების სერიოზულობას. მათ ასევე დაგვარწმუნეს, რომ თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი მოქალაქეების უფლებები იქნება დაცული და მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მათი უსაფრთხოების დაცვას.

შეკითხვა 30 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ანტიდასავლური კონფერენციის ჩატარების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის ელჩი დაადანაშაულეს ტერორისტული ჯგუფების მხარდასაჭერად პანკისში ვიზიტზე

ელჩი იან კელი: მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, პასუხი გავცე ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ ბრალდებას. პანკისის ხეობაში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი და ისიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად. ეს იყო ოცდაათ წუთიანი შეხვედრა ქალაქში, რამდენიმე წლის წინ.  მე მწამს სრული გამჭვირვალობის. მიმაჩნია, რომ მთავრობა უნდა იყოს გამჭვირვალე, ჩემი საქმიანობაც გამჭვირვალეა; ყველაფერi, რასაც ვაკეთებ არის საჯარო და, შესაბამისად, მოხარული ვარ პასუხი გავცე ნებისმიერ ბრალდებას, რომელიც ხალხს შეიძლება ჰქონდეს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით. მე მხარს ვუჭერ საქართელოს, მხარს ვუჭერ საქართველოს დემოკრატიული რეფორმების პროცესს, მის დასავლურ საზოგადოებასთან ინტეგრაციის მისწრაფებებს და მხარს ვუჭერ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ჩემი მთავრობა ჩართულია რელიგიური ექსტრემიზმის ნებიემმიერ გამოვლინებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

შეკითხვა რუსეთის მიერ ჟენევის მოლაპარაკებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების შესახებ, მაშინ, როდესაც საქართველო პატივს სცემს ფორუმს, როგორც მოლაპარაკების საშუალებას – როგორია არის ამერიკის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით?

ელჩი  იან კელი: ჟენევის ფორმატი ძალიან მნიშვნელოვანია. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ ფორმატს, რამდენადაც ის არის ძირითადი ადგილი კონფლიქტის გადაჭრის საკითხე მსჯელობისათვის და, მინდა აღვნიშნო, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების ნებისმიერი მცდელობა არის კონფლიქტის გადაჭრის ზოგადი ძალისხმევის ნაწილი და  ვერ იქნება ამ ფორმატის ხელისშემშლელი. შესაბამისად, მე უარვყოფ მტკიცებას, რომ ეს რეზოლუცია [გაეროს გენერალური ასამბლეის], რომელიც ეხება იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას, რამენაირად ეჭვქვეშ აყენებს ჟენევის ფორმატს და მოლაპარაკებებს.