ელჩი კელის კომენტარი მედიასთან გელათის მონასტერში სტუმრობისას (9 მარტი)

Ambassador Ian Kelly at Gelati Monastery. Photo: State Dept
ელჩი კელის კომენტარი მედიასთან გელათის მონასტერში სტუმრობისას. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ელჩი კელის კომენტარი მედიასთან გელათის მონასტერში სტუმრობისას. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან გელათის მონასტერში სტუმრობისას (9 მარტი)

 

შეკითხვა ელჩი კელის გელათში სტუმრობის შესახებ

ელჩი კელი: მრავალი მიზეზის გამო ვამაყობ, რომ საქართველოში ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ არის ის დახმარება რაც განვახორციელეთ აშშ ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეშვეობით, მათ შორის, 850,000 დოლარზე მეტი ოდენობის დაფინანსება, ამ უძვირფასესი ძეგლის შენარჩუნებისათვის, რაც ქართული სულის, კულტურისა და რელიგიის სიმბოლოა. მე ისე ვერ დავასრულებდი მოღვაწეობას ელჩის რანგში,კიდევ ერთხელ რომ არ მომენახულებინა ეს ადგილი. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, ხელოვნებისა და კულტურის ცენტრს და მუნიციპალიტეტს დღევანდელი ღონისძიების მასპინძლობისათვის.

შეკითხვა პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილის რუსეთისადმი მოთხოვნისა და ამერიკის ტატუნაშვილის საქმეში ჩართულობის შესახებ

ელჩი კელი: თქვენ ყველამ იცით, რომ ჩვენ არ ვცნობთ საზღვრების ხელახალ განსაზღვრას, ჩვენ არ ვცნობთ საქართველოს ორ რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად . ჩვენ მოვუწოდეთ რუსეთს, როგორც ოკუპანტ ძალას … და მას, როგორც ოკუპანტ ძალას, საერთაშორისო სამართლის ფარგლებში გარკვეული პასუხისმგებლობები აკისრია. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური საკითხები. ეს ჰუმანიტარული საკითხია. სრულიად გაუგებარია, რატომ აყოვნებენ ცხინვალიდან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის გადმოსვენებას და არ უბრუნებენ მას ოჯახს. რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას აღნიშნულ საკითხში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპის საკითხებში ბატონი მიტჩელი დაუკავშირდა პრემიერ მინისტრს და მხარდაჭერა განუცხადა მას, აგრეთვე ქვეყნის დამოუკიდებლობას და მიმდინარე რეფორმებს, ასევე დაპირდა დახმარებას ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხში. ამასთანავე, ჩვენ დიპლომატიური არხების საშუალებით მოვითხოვეთ რუსეთის ფედერაციისაგან ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოსვენება და ოჯახისათვის დაბრუნება.

შეკითხვა პარლამენტის რეზოლუციის პროექტის შესახებ

ელჩი კელი: ინფორმაცია არ მაქვს ამ /რეზოლუციის პროექტის/ ტექსტის შესახებ, თუმცა, მე ვფიქრობ , ასე ხდება ხოლმე როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი უგულებელყოფილია, დანაშაული ჩადენელია და პასუხისმგებელი პირები კი ვერ ასრულებენ მოვალეობას რათა სამართლიანობა უზრუნველყონ ხალხისთვის, და დადგეს პასუხისმგებლობა. მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვგულისხმობ ე.წ. მაგნიცკის სიას – რუსი თანამდებობის პირები, რომლებიც სერგეი მაგნიცკის სიკვდილზე იყვნენ პასუხისმგებელნი, მაგნიცკის სანქციების სიაში მოხვდნენ. არ ვიცი იმავე შემთხვევასთან გვაქვს თუ არა საქმე, თუმცა, როგორც განვაცახადე, ასეთი შემთხვევები ხშირია; პასუხისმგებლობა არ დადგა ოთხოზორიას საქმეზეც როგორც ჩანს, იგივე ხდება ტატუნაშვილითან დაკავშირებითაც. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და შესაბამისადაც რეაგირებს. ამასთანავე, ჩვენ მივესალმებით ორპარტიულ რეზოლუციას.