ელჩი კელი ესწრება სამხრეთ კავკასიის საველე ეპიდემიოლოგიისა და ლაბორატორიული ტრენინგის რეგიონალური პროგრამის გამოსაშვებ ცერემონიას (31 მაისი)

31 მაისს ელჩმა კელიმ მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერთა დამამთავრებელი კლასის გამოსაშვებ ცერემონიაში. ჯანდაცვის ექსპერტებმა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან დაასრულეს ორწლიანი პროგრამა.  ეს პროგრამა ეხმარება  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებს უკეთ აღმოაჩინონ და მოახდინონ რეაგირება მათ ქვეყნებში ცხოველური თუ ადამიანური დაავადებების ეპიდემიის გავრცელებაზე. 2009 წლიდან ეს პროგრამა გაიარა ჯანდაცვის 115 ექსპერტმა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ამ ტრენინგის ჩატარებაზე  ამერიკის შეერთებლი შტატების მთავრობა წელიწადში  დაახლოებით 4 მილიონ დოლარს ხარჯავს. საქართველოში ტრენინგებს დაავადებათა კონტროლისა და  პრევენციის ეროვნული ცენტრი მასპინძლობს.

ელჩი კელის კომენტარი რუსთავი 2-თან დაკავშირებულ სასამართლოპროცესზე სამხრეთ კავკასიის საველე ეპირმიოლოგიისა დალაბორატორიული ტრენინგის პროგრამის გამოსაშვებ ცერემონიაზე:

შეკითხვა რუსთავი 2-ის სააპელაციო სასამართლო პროცესის შესახებ

ელჩი კელი: ნამდვილად არ იქნებოდა ჩემთვის მიზანშეწონილი ამ პროცესთან დაკავშირებით საუბარი, კონკრეტული კომენტარის გაკეთება იმ საქმის შესახებ, რომელიც სააპელაციო სასამართლოში განიხილება.  როგორც იცით ამ საკითხზე ბევრი კომენტარი მაქვს გაკეთებული.  ერთი რამ მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო: რუსთავი 2-ის სარედაქციო მენეჯმენტში ან სარედაქციო პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება წინასაარჩევნო პერიოდში ზიანს მიაყენებს საქართველოს იმიჯს და საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს.