ელჩ კელის კომენტარი გაკეთებული მედიისათვის ქართულ-ამერიკული დიპლომატიური ურთიერთობების 24 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიების მსვლელობის დროს (2 ივნისი)

კითხვა კორცხელის ინციდენდტში მონაწილე 6 ადამიანისთვის ბრალის წარდგენის შესახებ.

ელჩი კელი: ვფიქრობ, მნიშვნელოვდღიდან მოვუწოდებდით, რომ დამნაშავეებს პასუხი ეგოთ და ძალიან კარგია, რომ ბრალი წარდგენილია გამოძიების ჩატარების შემდეგ. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. მე არ ვაპირებ, გავაკეთო კომენტარი იმაზე, თუ რა დრო დასჭირდა ამას.

კითხავ რუსთავი2-ზე და ბრალდებაზე  სახელმწიფო თანხების  არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ

ნება მიბოძეთ, გავაკეთო ორი ძალიან ზოგადი კომენტარი. იმის გამო. რომ ეს არის მიმდინარე სასამართლო პროცესი, არ მინდა ვილაპარაკო საქმის განხილვის დეტალების შესახებ. მაგრამ ნამდვილად მინდა, რომ გავაკეთო ორი ძალიან ზოგადი კომენტარი – ერთი თვითონ პროცესის შესახებ და იმაზე, თუ ამ კონკრეტულ საქმეში რა დევს სასწორზე. პირველ რიგში, თვითონ პროცესის შესახებ: რა თქმა უნდა, დემოკრატიის მთავარი საფუძველი არის კანონის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობა და მთელი პროცესის ობიექტურად წარმართვა. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი საქციელი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს   სასამართლო მოხელეს  ან მთელ ინსტიტუტს, არის სრულიად მიუღებელი, მიუღებელი იქნებოდა ამერიკაში და მიუღებელი უნდა იყოს აქ.

მეორე საკითხს რაც შეეხება, ნება მიბოძეთ გავიმეორო ძალიან ზოგადი მოსაზრება. ყველაზე მეტად რაც არ მინდა, არის ის, რომ ჩავერთო სასამართლოს საქმის განხილვის დეტალებში. ეს ჩემთვის ნამდვილად არ იქნება მართებული. ნება მიბოძეთ, ყველასთვის  ნათელი რომ იყოს, რატომ ვფიქრობ ასე, ნება მიბოძეთ ეს ამერიკულ კონტექსტში განვიხილო. თუ არჩევნების წელს – და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ამერიკაში წელს არჩევნების წელია – წამყვანი ოპოზიციური ტელევიზია ისეთ სასამრთლო საქმეში იქნებოდა ჩართული, რაც  ამ ტელევიზიის მფლობელობის და  მენეჯმენტის შეცვლას გამოიწვევდა, ეს აღიქმებოდა, როგორც სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი ამბავი. შესაბამისად, ხელისუფლების სამივე შტო, სამოქალაქო საზოგადოება და მედია  ყველაფერს გააკეთებდნენ იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო არჩევნების წელს ძალიან მარტივი მიზეზის გამო – არჩევნები შეიძლება ლეგიტიმური იყოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველას მიუწვდება ხელი მედიაზე. და ეს არის ტელევიზიის საქმე, რომელიც არის ოპოზიციის ხმა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს იქნებოდა სრულიად მიუღებელი – წამყვანი ოპოზიციური ტელევიზიის მფლობელობის და  მენეჯმენტის შეცვლა – და იმედი მაქვს, ეს მიუღებელი იქნება აქ, საქართველოშიც.