ელჩ კელის კომენტარი მიცემული მედიისათვის ამერიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) ტუბერკულიოზის პრევენციის პროექტის დახურვის ცერემონიისას (7

კითხვა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე გერმანიისა და საფრანგეთის  ყოყმანთან დაკავშირებით

ელჩი კელი: ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ძალიან ნათელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროგაერთიანებაში ინტეგრაციის ძალისხმევას. ჩვენი მხარდაჭერა არ არის მხოლოდ სიტყვიერი, ჩვენ ამას საქმითაც ვაკეთებთ. ამერიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს (USAID) პროგრამების დიდი ნაწილი შექმნილია იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში, რომ საქართველო მზად იყოს ევროპასთან ინტეგრაციისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ ევროგაერთიანების წევრი, ამდენად, ჩვენ არ გვაქვს ამ საკითზე ხმის უფლება, მაგრამ ჩვენ ჩვენი პოზიცია აშკარად გამოვხატეთ ბრიუსელშიც და ევროპის სხვა დედაქალაქებშიც: რომ ჩვენ (ამერიკის შეერთებული შტატები) მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მისწრაფებას, მიიღოს ვიზა ლიბერალიზაცია.

შემდგომი შეკითხვა იმ მიზეზზე, რის გამოც  ევროპა აყოვნებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას

ელჩი კელი: ვფიქრობ, რომ ეს ალბათ ზოგიერთ ჩემ ევროპელ კოლეგას უნდა კითხოთ, თუ რა არის დაყოვნების მიზეზი. მინდა გავიმეორო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს  მხარდამჭერია. და ჩვენ ჩვენი შეხედულება ძალიან აშკარად გამოვხატეთ – ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს და ვიყენებთ დიპლომატიურ ძალისხმევას საქართველოს მხარდასაჭერად.

კითხვა რუსთავი2-ის სასამრთლო საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე.

ელჩი კელი: ვფიქრობ, ამაზე უკვე ბევრი რამე ვთქვი. ვფიქრობ, ჩემი პოზიცია და ჩემი მთავრობის პოზიცია ნათელია. ეს ეხება მედია პლურალიზმს, იმას, რომ მნიშვნელოვანია, ყველა ხმა ისმოდეს. ქართული მუსიკა პოლიფონიურია. ვფიქრობ, მედიაშიც უნდა იყოს პოლიფონია (პლურალიზმი). ჩვენ აქ ყოველთვის მხარს დავუჭერთ პლურალიზმს მედიაში.  საქართველომ უნდა იამაყოს, რომ აქ მედია გარემოში ბევრი ხმა ისმის. ამას ვერ იტყვით ბევრ ქვეყანაზე ამ რეგიონში. ჩვენ უბრალოდ გვინდა ვთქვათ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ყველა პარტიის უფლებას, ხელი მიუწვდებოდეს მედიაზე. და, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, არ იყოს პოლიტიკური ჩარევა სასამრთლო პროცესში.