ელჩ კელის კომენტარი მედიისთვის, რომელიც მან გააკეთა თბილისში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფ

ითხვა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესის მნიშვნელობის შესახებ

ელჩი კელი: ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის ღონისძიებაა, რადგან ეს საკითხი მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ საქართველო სამი წლის მანძილზე მეორედ მასპინძლობს ამ კონგრესს.

კითხვა რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესის შესახებ

ელჩი კელი: იმის გამო, რომ ეს არის მიმდინარე სააპელაციო პროცესი, არ გავაკეთებ კომენტარს საქმის დეტალებზე. ვფიქრობ, იცით, რომ ჩვენი პრიორიტეტია არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება. ჩვენ გვინდა, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი და საქართველოში ყველა  ჩათვლის, რომ ჩატარდა ლეგიტიმური არჩევნები, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ამ მიზეზთა გამო, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ მედია გარემო არის თავისუფალი, სამართლიანი და ღია. და სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლოდან ვადევნებთ ამ საქმეს თვალ-ყურს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მნიშვნელოვან არჩევნებში საქართველოში ყველას ხმა ისმოდეს და რა თქმა უნდა, რუსთავი 2 ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, რომ ყველას მიეცეს საშუალება თავისი ხმა დააფიქსიროს არჩევნებში.

კომენტარი კორჩხელში შუალედური არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტზე

ელჩი კელი: უპირველეს ყოვლისა, ის, რაც მოხდა კვირას კორჩხელში, სრულიად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამგვარ პოლიტიკურ ძალადობას მხოლოდ ზიანი შეუძლია მოუტანოს იმას, რაზეც ადრე ვისაუბრე: ვგულისხმობ ისეთ წინა საარჩევნო გარემოს შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს ამომრჩევლებთან საჭირო დიალოგს. ჩვენ კავშირი გვაქვს  მთავრობასთან და ვთხოვთ მას, ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება და  მათ, ვინც ჩაიდინა ეს მიუღებელი ძალადობა, პასუხი აგონ. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით არჩევნებს, სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გამართონ დიალოგი, რათა მიაღწიონ გარკვეულ კონსენსუსს ქცევის კოდექსში, რათა უარი თქვან ნებისმიერ ძალადობაზე  არჩევნების პერიოდში.