ელჩ იან კელის პასუხი კითხვაზე 22 მაისს შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ძალადობის შესახებ (23 მაისი)

ელჩი იან კელი: ეს ძალიან შემაშფოთებელი იყო. მე ვნახე ვიდეო. პოლიტიკური ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამდენად  ჩემთვის იმედის მომცემი იყო  იმის გაგება, რომ ხელისუფლება აპირებს ამ ინციდენტის საფუძვლიანად გამოძიებას. ამგვარი ძალადობა უნდა შეწყდეს. როგორც ვთქვი, ეს აბსოლუტურად მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი არჩევნების წელს.

პასუხი კითხვაზე 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან საქართველოს შეუიარაღებელი მოქალაქის მკვლელობის შესახებ.

ელჩი იან კელი: ეს იყო უაღრესად შემაძრწუნებელი. ეს იყო ცივ-სისხლიანი მკვლელობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვსურს ამ საქმის საფუძვლიანი გამოიძიება და რაღა თქმა უნდა, გვსურს, რომ მათ, ვინც ეს ჩაიდინეს, პასუხი აგონ. მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დიალოგის საჭიროებასაც ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გასწვრივ. ჩვენ მოვუწოდებდით, განახლებულიყო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზი, რაც ბოლო ოთხი წელია, შეჩერებულია. მათ დაუყონებლივ  უნდა დაიწყონ მოქმედება. და როგორც უკვე ვთქვი, ის, ვინც  ეს ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს.