ელჩი კელის მედია კომენტარი სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის წარდგენაზე (20 თებერვალი)

Ambassador Kelly speaks at the Strategic Communications Program Launch
ელჩი კელი საუბრობს სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის წარდგენაზე

ელჩი იან კელის მედია კომენტარი საქართველოს მთავრობისთვის  აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის წარდგენაზე

 

ელჩი კელი: მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს პრემიერ- მინისტრთან ერთად გავხსენით მნიშვნელოვანი ტრენინგი სტრატეგიული კომუნიკაციის შესახებ. ჩვენ გვჯერა, რომ ნებისმიერი მთავრობისათვის უმნიშვნელოვანესია საკუთარი მიზნების მიღწევა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩვენ მზად ვართ, საქათველოს მთავრობას სტრატეგიული კომუნიკაციების დაგეგმვისა და მისი ეფექტურად განხორციელების მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება გავუზიაროთ, რათა მთავრობისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხში საბოლოო მიზნები წარმატებით განხორციელდეს.

 

შეკითხვა ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორის ანგარიშთან დაკავშირებით საქრთველოს შოდა და გარე საფრთხეების მიმართებით

ელჩი კელი: მე დავეთანხმები ეროვნული სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებას საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციის მიერარის ოკუპირებული, რაც საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ხელი მოაწერა სხვადასხვა შეთანხმებას ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ, 10 წლის შემდგომ რუსეთის ჯარები კვლავაც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია და დამოკიდებულება თანმიმდევრულია, ვუჭერთ რა მხარს საქართველოსსუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება განცხადების მეორე საკითხს, მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის ფაქტი, რომ ნებისმიერი დემოკრატიისათვის აუცილებელიკომპონენტი ძლიერი ოპოზიციაა, რომელსაც უნდა ჰქონდეს უფლება გამოხატოს თავისი მოსაზრებები და აქტიურად იყოს ჩაბმული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამდენად, მე მჯერა, რომ საქართველოში არსებობს აუცილებელი რეფორმების გატარებისა და პლურალისტური გარემოს შემქნის პოლიტიკური სურვილი, სადაც ყველა ძალას ექნება საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალება.

 

შეკითხვა ვიზალიბერალიზაცისთნ დაკავშრებით

ელჩი კელი: ამ კითხვით უნდა მიმართოთ ჩემს კარგ მეგობარს, იანოშ ჰერმანს. კონფერენციის დღევანდელი დღეც სწორედ კომუნიკაციების მიმართულებით ტრენინგს ეძღვნებოდა. შესაბამისად, აუცილებელია, რომსაქართველოს მთავრობამ საკუთარ მოქალაქეებს ზუსტი ინფორმაცია მიაწოდოს აღნიშნულ შეთანხმებებში გაწერილი რეგულაციების შესახებ, რომელთაც ისინი აუცილებლად უნდა დაემორჩილონ. ეს უმთავრესად შეეხებამუშაობის არქონას, ქვეყანაში დარჩენის ხანგრძლივობის ნებართვას და ყოველივეს, რაც ქართველების ინტერესებშია. შინაგან საქმეთა მინისტრმა, სხვა მინისტრებთან ერთად, განაცხადა, რომ აუცილებელია ქართველები დაემორჩილონ კანონს.