ელჩი კელის კომენტარი ახალციხის რეაბილიტირებული პირველი სკოლის გახსნაზე (13 დეკემბერი)
შეკითხვა ღონისძიების შესახებ
ელჩი კელი: ჩემთვის ნამდვილი პატივი და დიდი სიამოვნებაა აღნიშნული სკოლის გახსნაში მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ ამგვარ ღონისძიებებში მონაწილეობა ყველაზე ამაღელვებელი რამაა, რასაც ელჩის რანგში ვაკეთებ, იმიტომ,რომ ეს საქართველოს მომავალია. ძალიან მოხარული ვარ იმ ფაქტით, რომ ამერიკელმა ხალხმა უკვე 30 სკოლა განაახლა და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მომავალში კი 60 ან 65 სკოლის განახლება იგეგმება. ვფიქრობ,აღნიშნული სკოლების რეაბილიტაცია და მათი შესაბამისი აღჭურვა ჩვენ მიერ განხორციელებული საუკეთესო ინვესტიციაა.
შეკითხვა ინვესტიციის ხასიათის შესახებ
ელჩი კელი: ათასწლეულის გამოწვევის ანგარიში რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, რაც დაწყებითი განათლებიდან საუნივერსიტეტო განათლების ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ერთ–ერთი ნაწილი ამ სამუშაოებისა არის სკოლების რეაბილიტაცია და მათი შესაბამისი აღჭურვა. ვფქირობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს დავეხმაროთ ტექნიკური საგნების (STEM) კურიკულუმის შექმნაში: მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია,მათემატიკა. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩვენ გვინდა დავეხმარoთ საქართველოს გადაინაცვლოს 21-ე საუკუნის ინფორმაციულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში, რასაც სწორედ სანდიეგოს პროგრამა ემსახურება. ჩვენ ასევე ხელს ვუწყობთ პროფესიულ განათლებას. ყველა ეს პროგრამა განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და ვფქირობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანიამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ამ საერთო მიზნის არსებობაა.