ელჩი კელის განცხადება მედია ადვოკატირების კოალიციის შეხვედრაზე (6 მარტი)

ელჩი კელის განცხადება მედია ადვოკატირების კოალიციის შეხვედრაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ელჩი კელის განცხადება მედია ადვოკატირების კოალიციის შეხვედრაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩი კელის განცხადება მედია ადვოკატირების კოალიციის შეხვედრაზე (6 მარტი)

დიდი მადლობა ქეთი, მადლობა მედია ადვოკატირების კოალიციას, ომბუდსმენს, არ ვიცი აქ არის თუ არა უჩა, მაგრამ მინდა მადლობა გადავუხადო მას დახმარებისთვის, და ასევე, მადლობა საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების კომისიას. მადლობა თქვენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის.

ვფიქრობ, ყველამ იცით, რომ მას შემდეგ, რაც აქ ჩამოვედი, მედია პლურალიზმის მტკიცე დამცველი ვარ და მხარს ვუჭერ მედიის არსებობას, როგორც მექანიზმისა რომელიც  ხალხის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულებას აკონტროლებს. 2009-2010 წლებში სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნად მუშაობა ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოცდილება იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან სახელმწიფოსა და მედიას შორის უერთიერთობა არ არის მარტივი, განსაკუთრებით პრესმდივანსა და მედიის ურთიერთობა მხოლოდ შეიძლება დაპირისპირებულ ურთიერთობად დავახასიათოდ. მაგრამ მე, ასევე, ძალიან დიდ პატივს ვცემდი ჟურნალისტებს, რომლებიც ყოველ დღე მოდიოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგებზე და ოფლში მწურავდნენ, მაიძულებდნენ ვყოფილიყავი რაც შეიძლება გულწრფელი და გახსნილი. ამ პერიოდში ნამდვილად დავაფასე, თუ რა დიდი როლი აქვს მედიას მთავრობის მუდმივ კონტროლსა და დემოკრატიის შენარჩუნებაში, რაც გულისხმობს ხალხის ნების აღსრულებას და ძლიერი დემოკრატიის ცოცხალი პროცესის შექმნას. ვფიქრობ, რომ მთავრობისთვის თავისუფლების დაცვაზე მაღალი ღირებულება არ არსებობს, და არ არის ინსტიტუცია, რომელიც ამ ფუნდამენტურ თავისუფლებებს უფრო უკეთ აცოცხლებს და ინარჩუნებს ვიდრე დამოუკიდებელი მედია.

საქართველო ამ კუთრით რეგიონში სამაგალითოა. ვფიქრობ, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით საქართველო აგრძელებს დემოკრატიულ წინსვლას. სწორედ ამიტომ აქცევს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში დემოკრატიის მიღწევებს ასეთ ყურადღებას. თქვენ ხართ მისაბაძი მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნების მთავრობებისთვის და ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვსაუბრობთ ამ თემებზე [მედიის პლურალიზმზე], როგორც გასულ კვირას გავაკეთეთ, რომ გვინდა საქართველო წარმატებული იყოს.

საქართველოს სჭირდება კრიტიკული მოსაზრებების თავისუფლება, ძლიერი ოპოზიცია, რომელსაცსაკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ექნება, რაც არ უნდა რთული იყოს ამ მოსაზრებების მოსმენა. დამიჯერეთ, როდესაც პოდიუმზე ვიდექი, ძალიან ბევრი მოსაზრება და უმკაცრესი კრიტიკაც კი მომისმენია, მაგრამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი თავისუფლების დაცვაა. ზუსტად ამიტომ, გასულ კვირას მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას, რომ მიეღო ყველა ზომა აზრთა გამოხატვის თავისუფლების დასაცავად განურჩევლად იმისა, კრიტიკული იქნება ეს მოსაზრებები თუ მხარდამჭერი. შეიძლება უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მთავრობას სჭირდება ამ კრიტიკული მოსაზრებების დაცვა და სჭირდება გარემოს უზრუნველყოფა სადაც ადამიანებს შეეძლებათ კრიტიკული მოსაზრებების მოსმენა. ეს მათ უკეთეს მთავრობად აქცევს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერად მუშაობისას დავაფასე აზრთა თავისუფლების მნიშვნელობა, რადგან ჩვენი მთავარი სათქმელი მოსახლეობასთან იყო ის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ხალხის წინაში პასუხისმგებლობას გრძნობს და ხალხი მოითხოვდა ჩვენგან ინფორმაციას, მათ სურთად გაეგოთ თუ რას აკეთებდა ამერიკის შეერთებული შტატები საზღვრებს მიღმა საკუთარი ინტერესების დასაცავად, და ზუსტად იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ადამიანებისთვის დაესვათ კითხვები, არასდროს აგვიკრძალავს მათთვის ბრიფინგის ოთახში შემოსვლა.

დღევანდელი შეხვედრა ძალიან დიდ იმედს მაძლევს და მოუთმენლად ველი ამ მაგიდის გარშემო განსხვავებული მოსაზრებების მოსმენას. დასასრულს, მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, სადაც არ უნდა იყოს ის და დავიცავთ ყველანაირი მოსაზრების თავისუფალ წვდომას მედიასთან. მადლობა!