ელჩი კელის კომენტარი მედიასთან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარნიგის კონფერენციაზე (21 ნოემბერი)

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარნიგის კონფერენციაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი
ელჩი კელის კომენტარი მედიასთან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარნიგის კონფერენციაზე. ფოტო: აშშ-ის სახ. დეპარტამენტი

ელჩი კელის კომენტარი მედიასთან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარნიგის კონფერენციაზე (21 ნოემბერი)


კითხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით

ელჩი კელი:

მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ დღევანდელ კონფერენციაში, რომლიც განიხილავს ენდრიუ კარნეგის ქველმოქმედების მნიშვნელობას. მან უდიდესი გავლენა მოახდინა ამერიკის შეერთებულ შტატებში გვიან მე-19 და ადრეულ მე-20 საუკუნეებში; მან დააარსა პიტსბურგის უნივერსიტეტი და ბიბლიოთეკები აშშ-ს მასშტაბით. იგი ნამდვილად სამაგალითოა ამერიკისათვის და მისი მოღვაწეობა ხაზს უსვამს ქონების კეთილი მიზნებისათვის გამოყენების მნიშვნელობას, რაც ამდიდრებს საზოგადოების ცხოვრებას. აგრეთვე, ვფიქრობ, რომ ფილანტროპიის ფენომენი საქართველოშიც იკიდებს ფეხს. ამდენად, ძალიან მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ დღევანდელ კონფერენციაში.

კითხვა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ თანხმობა სამხედრო შეიარაღების სისტემა „ჯაველინის“ საქართველოსთვის მიყიდვასთან დაკავშირებით

ელჩი კელი:

[კონგრესს გადაეგზავნა შეტყობინება] ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების სისტემის შეძენის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი საერთო თანამშრომლობის ძალისხმევის ნაწილია, რათა საქართველო უფრო თავდაცვისუნარიან სახელმწიფოდ იქცეს. აღნიშნული იარაღების ფუნქცია აბსოლუტურად  თავდაცვითი სახისაა; საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ჩევნ პატივს ვცემთ მის უფლებას საკუთარი თავდაცვის შესახებ თავადვე მიიღოს გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ დავუშვით შესყიდვის წარმოება. აგრეთვე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ იარაღებს იძენს საქართველოს მთავრობა და ჩვენ მათ უფასოდ არ გადავცემთ. ეს მათი სუვერენული უფლებაა და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ მხარს ვუჭერთ ამ თავდაცვით უფლებას.

კითხვა შესყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით, თუ არის შესაძლებელი რომ კონგრესმა ეს გადაწყვეტილება დაბლოკოს

ელჩი კელი:

ჩვენ შევატყობინეთ კონგრესს ჩვენი განზრახვის შესახებ, რომ ნებას ვრთავთ საქართველოს შეიძინოს აღნიშნული შეიარაღების სისტემა. ცხადია, ეს გადაწყვეტილება კონგრესთან კონსულტაციით იქნა მიღებული და, კვლავაც აღვნიშნავ, რომ მოცემული შეიარაღების სისტემით მომარაგებას კონგრესის ასიგნირებით არ ვახორციელებთ. ჩვენ ვიცავთ კონგრესის წესებს, ამდენად, მას საქართველოს მიერ შეიარაღების სისტემის შესყიდვის შესახებ ინფორმაცია გადავეცით.